ჩემპიონატები

11:14 | 10.09.2016 | ნანახია 1496 - ჯერ

ინგლისსა და პრო 12-ში დარჩენილი თამაშები ქართველების გარეშე [+სთრიმი]

ინგლისსა და პრო 12-ში დღეს მეორე ტურის მეორე სათამაშო დღეა. „ავივა პრემიერშიპში“ შაბათს ორი მატჩია და ტური ხვალ, ორი თამაშით დასრულდება, ხოლო ყოფილ „კელტების ლიგაში“ სამივე შეხვედრა დღესაა დაგეგმილი.

პრემიერშიპში დღეს „ბათი“ „ნიუკასლს“, ხოლო „ლესტერი“ „უოსპსს“ მასპინძლობს. ორივე შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე იწყება, ჩემპიონატი კი, ოთხივემ გამარჯვებით დაიწყო. „ბათმა“ „ნორთჰემპტონს“ სტუმრად 18:14 მოუგო, „ნიუკასლმა“ შინ „სეილ შარქსი“ 19:17 დაამარცხა, „ლესტერმა“ „გლოსტერთან“ 24-ქულიანი ჩამორჩენა დასკვნით 35 წუთში აღმოფხვრა და 38:31 დაამარცხა, ხოლო „უოსპსმა“ „ექსეტერს“ 12-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ, დასკვნით ნახევარ საათში 25:20 მოუგო.

ქართველი გულშემატკივრისთვის პრემიერშიპში ყველაზე საინტერესო თამაში ხვალ გაიმართება, თუმცა „ბორჯღალოსანი“ გიორგი ნემსაძის ინგლისური დებიუტი კვლავ გადაიდო. მისი „ბრისტოლი“ „ნორთჰემპტონს“ მასპინძლობს და გიორგი განაცხადში არაა. ხვალვე „ექესეტერი“ ქვეყნის ჩემპიონ „სარასენსს“ მასპინძლობს და ეს თამაშებიც 18:00 საათზე იწყება.

გადაიდო ანტონ ფეიქრიშვილის დებიუტიც ირლანდიურ „ალსტერში“. ქართველი ბურჯი განაცხადში არაა, ხოლო მისი გუნდი იტალიაში „ბენეტონ ტრევიზოს“ მასპინძლობს. შეხვედრა 20:05 საათზე იწყება. მანამდე შოტლანდიური „გლაზგო უორიორსი“, რომელმაც პირველ ტურში ჩემპიონი „კონახტი“ ირლანდიაში 41:5 შეარცხვინა, 18:00 საათიდან კიდევ ერთ ირლანდიურ გუნდს, „ლენსტერს“ მასპინძლობს. 22:35 საათიდან „კონახტი“ „ოსპრეიზს“ დაუხვდება.

ინგლისის „ავივა პრემიერშიპისა“ და პრო 12-ის დღევანადელი და ხვალინდელი თამაშების ხილვა შემდეგ მისამართებზე უნდა იყოს შესაძლებელი:

ინგლისი. ავივა პრემიერშიპი

10 სექტემბერი

ბათი - ნიუკასლი (18:00 საათი)

http://www.vipleague.tv/rugby/412906/1/bathnewcastle-vs-falcons-live-stream-online.html

https://www.youtube.com/watch?v=1c3UEDVew1U

https://www.youtube.com/watch?v=1HdlJ7vwxXE

ლესტერი - უოსპსი (18:00 საათი)

http://www.vipleague.tv/rugby/412907/1/leicester-tigers-vs-wasps-live-stream-online.html

https://www.youtube.com/watch?v=7Qla8JKBaio

https://www.youtube.com/watch?v=vBM6tieHx3s

11 სექტემბერი

ბრისტოლი - ნორთჰემპტონი (18:00 საათი)

http://www.vipleague.tv/rugby/412908/1/bristol-vs-northampton-saints-live-stream-online.html

ექსეტერი - სარასენსი (18:00 საათი)

http://www.vipleague.tv/rugby/412909/1/exeter-chiefs-vs-saracens-live-stream-online.html

პრო 12. II ტური

10 სექტემბერი

გლაზგო (შოტლანდია) - ლენსტერი (ირლანდია) (18:00 საათი)

http://www.vipleague.tv/rugby/414244/1/glasgow-warriors-vs-leinster-live-stream-online.html

https://www.youtube.com/watch?v=zYofOg1iBV8

ბენეტონი (იტალია) - ალსტერი (ირლანდია) (20:05 საათი)

http://www.vipleague.tv/rugby/414245/1/treviso-vs-ulster-live-stream-online.html

https://www.youtube.com/watch?v=BL5TNczOioQ

https://www.youtube.com/watch?v=VNLAlTmZibc

კონახტი (ირლანდია) - ოსპრეიზი (უელსი) (22:35 საათი)

http://www.vipleague.tv/rugby/414246/1/connacht-vs-ospreys-live-stream-online.html

https://www.youtube.com/watch?v=jKRlj3jWqME

https://www.youtube.com/watch?v=dJ8pQitOkDs


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088076