დიდი 10

22:05 | 9.09.2016 | ნანახია 2414 - ჯერ

დიდი 10 - უკვე გორშიც

ხვალ ქართული რაგბისა და ქალაქ გორისთვის განსაკუთრებული დღეა. მაცხოვრებელთა რაოდენობით საქართველოს მე-6 ქალაქში სარაგბო სტადიონი ახლახანს აშენდა და იქ პირველი ოფიციალური თამაში გაიმართება.

გორის „ჯიქს“ უკვე საშინაო არენა აქვს და 2016/2017 წლების სეზონის დიდი 10-ის მეორე ტურში თბილისის „აკადემიას“ დაუხვდება. შეხვედრა 17 საათზე დაიწყება და მაყურებელი საინტერესო თამაშის მომსწრე გახდება, რადგან სეზონის სტარტს ორივე გუნდი კარგ ფორმაში და რაც მთავარია, დამაჯერებელი გამარჯვებით შეხვდა.

პირველ ტურში შარშანდელი გათამაშების ბრინჯაოს პრიზიორმა თბილისის „არმიას“ „ავჭალაზე“ 22:3 მოუგო, სამი უპასუხო ლელო დაუდო და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. „აკადემიამ“ პრემია ვერ აიღო, თუმცა ბოლნისის „ყოჩებს“ პრობლემების გარეშე სძლია - 26:8. „მხატვრების“ უკანა ხაზი განსაკუთრებით ძლიერად გამოიყურებოდა. მათ რამდენჯერმე სუფთად გაჭრეს ბოლნისელების დაცვის ხაზი, თანაც ცენტრში, ანზორ სიჭინავა კი, უბრალოდ საუკეთესო იყო.

„ჯიქი“ თამაშს იმავე შემადგენლობით იწყებს, რომლითაც ერთი კვირის წინ „არმიასთან“ მატჩი დაიწყო. სამი ცვლილებაა სათადარიგოთა სკამზე. „აკადემიამ“ საწყის 15-ში მხოლოდ ერთი მოთამაშე შეცვალა. შუამარბმა მარგიანმა თადარიგში გადაინაცვლა და ძირითადში ადგილი ხელაიას დაუთმო. მთლიანობაში, თბილისელთა თადარიგშიც სამი ცვლილებაა.

ხვალ მეორე ტურის კიდევ სამი თამაშია და ერთში თბილისური დერბი შედგება, ხოლო მეორეში დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლები შეიბმებიან. „ავჭალაზე“ ვიცე-ჩემპიონი „ლოკომოტივი“ „არმიას“ მასპინძლობს. სეზონის წინ ორივე გუნდის შემადგენლობა გადახალისდა. ერთი კვირის წინ „ლოკომოტივმა“ „არმაზს“ 25:7 მოუგო და სამი ლელოც დაუდო, მაგრამ ერთი თავადაც გაუშვა და პრემია ვერ აიღო. უკვე ვთქვით, რომ „არმიამ“ „ჯიქისგან“ სამი უპასუხო ლელო მიიღო და 3:22 წააგო.

ერთი კვირის წინანდელთან შედარებით, „ლოკომოტივის“ სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილებაა - ერთი უკანა და ორიც შერკინების ხაზში. გოგოლაშვილის ნაცვლად გარემარბის პოზიციაზე თამაშს შკინინი იწყებს, კვაჭად თედორაძის მაგივრად ელოშვილს ვიხილავთ, ხოლო მეორე ხაზში თადარიგიდან არაბული დაწინაურდა. ის ჟღენტის ადგილს დაიკავებს. რა თქმა უნდა ცვლილებებია „არმიას“ შემადგენლობაში. უკანა ხაზი ხელუხლებელი დარჩა, ხოლო 9 ნომრის პოზიციაზე დავითაშვილის ნაცვლად მახარაშვილი დადგება. კვაჭი მამრიკიშვილი განაცხადში არაა, სავარაუდოდ ტრავმის გამო და მის პოზიციაზე ზურიკაშვილი გადაინაცვლებს, რომელიც წინა თამაშში ბურჯი იყო.შედეგად, ბურჯად ხელიას ვიხილავთ. ცვლილებებია მესამე ხაზში - გოგლიძის ნაცვლად თამაშს მასხარაშვილი იწყებს, ხოლო აზალაძემ და თავართქილაძემ პოზიციები შეცვალეს და პირველი ფლანკერად, ხოლო მეორე 8 ნომერზე დადგება.

ქუთაისში ზედიზედ მეორე თამაშს ატარებს დიდი 10-ის დებიუტანტი „ბაგრატი“, რომელმაც პირველ ტურში ქვეყნის ჩემპიონი „ლელო-სარასენსი“ მიიღო, სამი უპასუხო ლელო გაუშვა და მეტოქეს გამარჯვებასთან ერთად პრემიაც გაატანა. სამაგიეროდ, ქუთაისელებმა ჯარიმებით მოახერხეს 15 ქულის აღება და 7 და ნაკლები ქულით სხვაობით მარცხისთვის (15:21), პრემია თავადაც აიღეს. ამჯერად მათი მეტოქე „ბათუმია“, რომელიც ასევე ზედიზედ მეორედ თამაშობს ქუთაისში. ერთი კვირის წინ ზღვისპირელებმა „აიასგან“ ლელო მატჩის დებიუტშივე გაუშვეს, მერე გუნდებმა 9-9 ქულა აიღეს და „ბათუმი“ 9:16 დამარცხდა, რისთვისაც პრემია ერგო.

„ბაგრატმა“ სასტარტო 15-ეულში სამი ცვლილება განახორციელა და აქედან ორი პირველ ხაზში. კვაჭის პოზიციაზე გუდავას ნაცვლად კობახიძე დადგება, ხოლო ბურჯ ტორაძეს ჭელიძე შეცვლის. ერთი ცვლილებაა მესამე ხაზში და კობახიძის ნაცვლად თამაშს ცირეკიძე იწყებს. ერთი ბურჯი და კვაჭი შეცვალა „ბათუმმაც“ - ერისთავსა და თაგაურს ხოჭოლავა და მატკავა ცვლიან. მეტოქის მსგავსად, ერთი ცვლილებაა მესამე ხაზშიც, სადაც ფლანკერად კორტავას ალიქაძე შეცვლის. ზღვისპირელთა რიგებში კიდევ ორი ცვლილებაა - გარემარბად ტრაპაიძის ნაცვლად თამაშს მიმინოშვილი იწყებს, ხოლო 9 ნომრის პოზიცია თუთბერიძისგან შამულომ გადაიბარა.

ტურის კიდევ ორი თამაში კვირას, 11 სექტემბერს თბილისში გაიმართება და მათი შემადგენლობები ხვალ გახდება ცნობილი.

2016/2017 წლების სეზონი. დიდი 10

II ტური. 10 სექტემბერი

თბილისი. „ავჭალა“. 17:00 საათი

ლოკომოტივი (თბილისი) - არმია (თბილისი)

ლოკომოტივი: 15. ნიკოლავა, 14. შკინინი, 13. გაგოშვილი, 12. კავთიძე, 11. ბიწაძე, 10. წიკლაური (კაპ.), 9. ხუციშვილი; 1. ქვათაძე, 2. ელოშვილი, 3. ბურდული, 4. გეგია, 5. არაბული, 6. კოპაძე, 7. ბერიშვილი, 8. გასვიანი.

სათადარიგოები: 16. პეტრიაშვილი, 17. მჭედლიშვილი, 18. პაატაშვილი, 19. გოგისვანიძე, 20. ფოფხაძე, 21. მამუჩარაშვილი, 22. გოგოლაშვილი, 23. გედეხაური.

არმია: 15. მერკვილიშვილი, 14. კალანდაძე, 13. ჯიმშელაძე, 12. ურჯუკაშვილი, 11. მესხი, 10. ჭინჭარაული, 9. მახარაშვილი; 1. ხელია, 2. ზურიკაშვილი, 3. კელენჯერიძე, 4. გიგაური, 5. ქარუხნიშვილი, 6. მასხარაშვილი, 7. აზალაძე (კაპ.), 8. თავართქილაძე.

სათადარიგოები: 16. ქიტუაშვილი, 17. ჭავჭავაძე, 18. ბარბაქაძე, 19. დაუშვილი, 20. ნახუცრიშვილი, 21. გაბუნია, 22. მამულაშვილი, 23. მერკვილიშვილი.

გორი. 17:00 საათი

ჯიქი (გორი) - აკადემია (თბილისი)

ჯიქი: 15. სვანიძე, 14. ბიწაძე, 13. დევსურაშვილი, 12. ჯინჯიხაძე, 11. ხარაზიშვილი, 10. ნინიძე, 9. ბროძელი; 1. ორაგველიძე, 2. მამრიკიშვილი, 3. დონაძე, 4. გოგოლიძე, 5. ტრაპაიძე, 6. შენგელია (კაპ.), 7. მჭედლიშვილი, 8. სუხაშვილი.

სათადარიგოები: 16. მაწარაშვილი, 17. სუთიძე, 18. გურგენიძე, 19. თ. კიკნაძე, 20. დიდებულიძე, 21. დ. კიკნაძე, 22. ზაბახიძე, 23. ხუციშვილი.

აკადემია: 15. მათიაშვილი, 14. სიჭინავა, 13. ხელაია, 12. ილურიძე, 11. ჭუაძე, 10. ახობაძე, 9. ღამბაშიძე; 1. გვარამია, 2. ლომაური, 3. მაზმიშვილი, 4. ზოიძე, 5. დავითაძე, 6. ლუარსაბიშვილი, 7. შუბითიძე (კაპ.), 8. გოგლიძე.

სათადარიგოები: 16. სულიაშვილი, 17. ქადარია, 18. ტიტვინაძე, 19. მოსეშვილი, 20. გოგოლაძე, 21. ბ. მაზმიშვილი, 22. მარგიანი, 23. დავითაშვილი.

ქუთაისი. „აია არენა“. 17:00 საათი

ბაგრატი (ქუთაისი) - ბათუმი (ბათუმი)

ბაგრატი: 15. კვერნაძე, 14. გოშაძე, 13. ფრუიძე, 12. თუთბერიძე, 11. ბ. ტორაძე, 10. ჯინჭველაშვილი, 9. ლოსაბერიძე; 1. ბოგვერაძე, 2. კობახიძე, 3. ჭელიძე, 4. კიკვაძე, 5. არჩვაძე, 6. ცირეკიძე, 7. გუდაძე, 8. თხელიძე (კაპ.).

სათადარიგოები: 16. ასათიანი, 17. ჭელიძე, 18. ბალანჩივაძე, 19. ჩიქვინაძე, 20. ხელაძე, 21. საკანდელიძე, 22. ცნობილაძე, 23. ოდიშარია.

ბათუმი: 15. კობახიძე, 14. ბებიაშვილი, 13. გაბროშვილი, 12. ნინიძე, 11. მიმინოშვილი, 10. სოხაძე, 9. შამულო; 1. ხოჭოლავა, 2. მატკავა, 3. პატარაია, 4. ცხადაძე, 5. მიქაძე, 6. თხილაიშვილი, 7. ალიქაძე (კაპ.), 8. ამირანაშვილი.

სათადარიგოები: 16. თაგაური, 17. კვანთიძე, 18. ერისთავი, 19. ფუტკარაძე, 20. კორტავა, 21. თუთბერიძე, 22. გოგიტიძე, 23. ევგენიძე.

11 სექტემბერი

თბილისი. „ლელო-არენა“. 16:00 საათი

ლელო-სარასენსი (თბილისი) - არმაზი (თბილისი)

თბილისი. „შევარდენი“. 17:00 საათი

ყოჩები (ბოლნისი) - აია (ქუთაისი)

1.

ჯიქი (გორი)

1

1

0

0

22:3

5

1

2.

ლელო-სარასენსი (თბილისი)

1

1

0

0

21:15

5

1

3.

ლოკომოტივი (თბილისი)

1

1

0

0

25:7

4

0

4.

აკადემია (თბილისი)

1

1

0

0

26:8

4

0

5.

აია (ქუთაისი)

1

1

0

0

16:9

4

0

6.

ბაგრატი (ქუთაისი)

1

0

0

1

15:21

1

1

7.

ბათუმი (ბათუმი)

1

0

0

1

9:16

1

1

8.

ყოჩები (ბოლნისი)

1

0

0

1

8:26

0

0

9.

არმაზი (თბილისი)

1

0

0

1

7:25

0

0

10.

არმია (თბილისი)

1

0

0

1

3:22

0

0

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.126348