ინგლისის „ავივა პრემიერშიპის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ტოპ 14-ის გზას არ გაყვეს და კლუბებს მოთამაშეებისთვის გადასახდელი სახელფასო ზღვარი არ გაუზარდოს.
დღეისათვის ეს ზღვარი 7 მილიონი გირვანქა სტერლინგია და ის 2019/2020 წლების სეზონის ბოლომდე შენარჩუნდება.
„ჩვენ ძლიერი და კონკურენტუნარიანი ლიგა გვაქვს. ხელფასი უმნიშვნელოვანესია მისი სიმყარისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. ჩვენ მივაღწიეთ საჭირო დონეს და ცვლილებებს აზრი არა აქვს“ - ამბობს „ავივა პრემიერშიპის“ თავკაცი მარკ მაკკაფერტი.
მოცემული მომენტისთვის ტოპ 14-ში კლუბების სახელფასო ზღვარი 10 მილიონი ევროა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სისულელეა ეს ზღვარი არ გააუქმებთ ზღვარს და კარგი მოთამაშეები სხვა ლიგაში გაგექცევიან!! თუნდაც იაპონიაში!!