ინგლისი

15:33 | 9.09.2016 | ნანახია 1651 - ჯერ

ჯაბა ბრეგვაძე ისევ თადარიგშია [+სთრიმი]

საქართველოს ეროვნული ნაკრების კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე, ინგლისის „ავივა პრემიერშიპის“ მეორე ტურის მატჩს, ისევე, როგორც ერთი კვირის წინ, სათადარიგოთა სკამიდან იწყებს.

მისი და ინგლისის პასპორტის მქონე ვალ რაფავა-რუსკინის „ვუსტერ უორიორსი“ „გლოსტერს“ მასპინძლობს და თამაში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ბურჯი რაფავა-რუსკინი სასტარტო შემადგენლობაშია.

ერთი კვირის წინ პირველი ტაიმი ორივე გუნდმა კარგად ჩაატარა, აი მეორეში კი... „ვუსტერი“ ჩემპიონ „სარასენსთან“ 40 წუთის შემდეგ 3:6 აგებდა, თუმცა მერე 4 ლელო გაუშვა - 3:35. „გლოსტერმა“ „ლესტერს“ ტაიმი 24:7 მოუგო და 44-ე წუთისთვის 31:7 დაწინაურდა, თუმცა საბოლოოდ 31:38 დამარცხდა.

დღესვე, 23:15 საათზე „სეილ შარქსი“ „ჰარლიქუინსს“ ეთამაშება. ხვალ და ზეგ პრემიერშიპის კიდევ ორ-ორი თამაში გაიმართება. გიორგი ნემსაძის „ბრისტოლი“ 11 სექტემბერს „ნორთჰემპტონს“ მასპინძლობს. შემადგენლობები ხვალ გახდება ცნობილი.

ინგლისი. ავივა პრემიერშიპი

II ტური. 9 სექტემბერი

ვუსტერი - გლოსტერი [22:45 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/412904/1/worcester-warriors-vs-gloucester-live-stream-online.html

სეილი - ჰარლიქუინსი [23:15 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/412905/1/sale-sharks-vs-harlequin-live-stream-online.html


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.130525