საფრანგეთი პრო დ2

12:39 | 9.09.2016 | ნანახია 1798 - ჯერ

პრო დ2: 5 იწყებს, 3 თადარიგშია [+სთრიმი]

საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონის, პრო დ2-ის მესამე ტური გუშინ ღამით გაიხსნა.

ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ვეფხვაძის „უიონა“ რუმინეთის ნაკრების ქართველი კვაჭის, ოთარ ტურაშვილის „კოლომიეს“ ჩვენებურების გარეშე დაუხვდა და 19:21 დამარცხდა. ტურაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს. მისმა გუნდმა ტაიმი 6:13 დათმო, თუმცა ტომას რამოსმა მასპინძლებს უდისციპლინობა არ აპატია და ჯამში 6 ჯარიმა გაუტანა, ხოლო კრისტოფერ ჰილსენბეკმა 3 ქულა არეკნით აიღო. მთლიანობაში, შეხვედრა დაძაბულთან ერთად უხეშიც გამოდგა და რეფერიმ ორივე გუნდის სამ-სამი მორაგბე გაასინბინა, ხოლო რამოსმა გადამწყვეტი დარტყმა ბოლოსწინა წუთზე შეასრულა.

ტრადიციულად, დღეს ტურის ექვსი თამაშია და მათგან ხუთი 22 საათზე, ხოლო ერთი ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყება.

შალვა სუთიაშვილისა და ლაშა თავბერიძის „ანგულემი“, რომელმაც გასულ ტურში ელიტარულ დივიზიონში პირველი გამარჯვება მოიპოვა, სტუმრად „ბიარიცს“ შეხვდება. სუთიაშვილი თადარიგშია.

გიორგი ნაცარაშვილის „კარკასონი“ ლაშა ლომიძის „ბეზიეს“ მასპინძლობს. საქართველოს ნაკრების მესამეხაზელს პირველ ტურში არ უთამაშია, მეორეში შეცვლაზე შევიდა, ახლა კი, სასტარტო შემადგენლობაშია და განაცხადში ფლანკერადაა შეყვანილი.

მიმდინარე სეზონში პირველად ვიხილავთ მოედანზე ბექა შეყლაშვილს. ის სასტარტო შემადგენლობაშია, ხოლო მისი „ალბი“ ტარიელ რატიანიძისა და შაკო ოდიშარიას „ნარბონს“ სტუმრობს, რომლის განაცხადშიც ქართველები არ არიან.

ბექა გორგაძის „მონ დე მარსანი“ „ბურგუენს“ უმასპინძლებს. ახალგაზრდა შერკინების შემკვრელი ამჯერადაც განაცხადშია და ზედიზედ მეორე თამაშს იწყებს სასტარტო შემადგენლობაში.

ფედერალ 1-დან დაწინაურებული ვახტანგ მაისურაძისა და არჩილ ბეჟიაშვილის „ვანი“, ტოპ 14-იდან დაქვეითებულ თამაზ მჭედლიძის, გიორგი თეთრაშვილის, ვახტანგ ახობაძისა და გიორგი მარგველანის „აჟენს“ მასპინძლობს. ერთი კვირის წინანდელის მსგავსად, მჭედლიძე სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში კვლავ შუამარბის პოზიციაზეა, ხოლო ბურჯი თეთრაშვილი სათადარიგოა. თადარიგშია მასპინძელთა მეორეხაზელი მაისურაძე.

გვიანდელ მატჩში ელიზბარ ყუფარაძის „დაქსი“ სტუმრად „პერპინიენს“ შეხვდება. ვეტერანი ქართველი ბურჯი ზედიზედ მეორე თამაშს იწყებს სასტარტო შემადგენლობაში.

ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და გიორგი შარაშიძის „ორიაკი“ „მონტობანს“ 11 სექტემბერს მასპინძლობს და შემადგენლობებიც მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დღევანდელი თამაშების ხილვა შემდეგ მისამართებზე უნდა იყოს შესაძლებელი:

ბიარიცი - ანგულემი [22:00 საათი]

https://1xdits.space/stream/?btag=x_1466y_850c_&affid=1265&siteid=1466&adid=850&=

კარკასონი - ბეზიე [22:00 საათი]

https://1xdits.space/stream/?btag=x_1466y_850c_&affid=1265&siteid=1466&adid=850&=

მონ დე მარსანი - ბურგუენი [22:00 საათი]

ნარბონი - ალბი [22:00 საათი]

ვანი - აჟენი [22:00 საათი]

https://1xdidr.space/stream/?btag=x_1466y_850c_&affid=1265&siteid=1466&adid=850&=

პერპინიენი - დაქსი [22:30 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/415034/1/usa-perpignan-vs-us-dax-live-stream-online.html


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082866