4 ერი

19:33 | 8.09.2016 | ნანახია 1348 - ჯერ

ჰოგი პირველად იწყებს, ჩეიკამ ორი შეცვალა

„რებელსის“ გარემარბი რის ჰოგი, ავსტრალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ ჩეიკამ შაბათს სამხრეთ აფრიკასთან გასამართი მატჩის სასტარტო შემადგენლობაში შეიყვანა. 22 წლის მორაგბე ბრისბენში პირველად ითამაშებს „უოლაბების“ „ძირითადში“.

სულ სასტარტო 15-ეულში ორი ცვლილებაა და შერკინების მესამე ხაზში სკოტ ფარდის ნაცვლად დინ მამის ვიხილავთ, ხოლო ჰოგი ადამ ეშლი-კუპერს ცვლის, ოღონდ საპირისპირო ფლანგზე. ავსტრალიელთა შეტევის წარმართვა კვლავ ქუადე კუპერისა და ბერნარდ ფოლის პრეროგატივა იქნება. ცვლილებები მრავლადაა სათადარიგოთა სკამზე. რორი არნოლდმა ტრავმა მოიშუშა და „რაგბი ჩემპიონშიპში“ წელს პირველად ითამაშებს. წინა მატჩთან შედარებით, სათადარიგოთა სკამზე ახალი სახეები არიან ლოპეტი ტიმანი და შონ მაკმაჰონი.

ავსტრალიისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებების შეხვედრა 10 სექტემბერს, თბილისის დროით 14 საათზე იწყება.

ავსტრალია: 15. იზრაელ ფოლაუ, 14. დეინ ჰეილეტ-პეტი, 13. სამუ კერევი, 12. ბერნარდ ფოლი, 11. რის ჰოგი, 10. ქუეიდ კუპერი, 9. უილ გენია; 1. სკოტ სიო, 2. სტივენ მური, 3. სეკოპე კეპუ, 4. კეინ დუგლასი, 5. ადამ კოლემანი, 6. დინ მამი, 7. მაიკლ ჰუპერი, 8. დევიდ პოქოქი.

სათადარიგოები: 16. ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 17. ჯეიმს სლიპერი, 18. ალან ალაალატოა, 19. რორი არნოლდი, 20. ლოპეტი ტიმანი, 21. შონ მაკმაჰონი, 22. ნიკ ფიფსი, 23. ტევიტა კურიდრანი, ან დრიუ მიჩელი.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.137171