ტოპ 14

14:17 | 8.09.2016 | ნანახია 2195 - ჯერ

„ტულონს“ გალტიე გაწვრთნის?

როგორც ჩანს, საქართველოს ნაკრების კაპიტანის, მამუკა გორგოძისა და ფაბიენ გალტიეს გზები კვლავ გადაიკვეთება. „ტულონი“, სადაც გორგოძის გარდა ლევან ჩილაჩავა და ბადრი ალხაზაშვილი თამაშობენ, ახალი მწვრთნელის ძიებაშია და გალტიე უმთავრეს კანდიდატად მოიაზრება.

ტულონელებმა ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონი ძალიან ცუდად დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ მათი მეტოქეები ფრანგული რაგბის გრანდებს არ განეკუთვნებოდნენ, სამი თამაშიდან ორი წააგეს და ერთშიც მცირედით იმარჯვეს. გუნდის ვარსკვლავური შემადგენლობისთვის ეს რა თქმა უნდა მისაღები შედეგი ვერ იქნებოდა და როგორც იქნა კლუბის პრეზიდენტი მურად ბუჯელალიც მიხვდა, რომ პრობლემის სათავე მწვრთნელში უნდა ეძია და არა მოთამაშეებში.

L’Equipe ირწმუნება, რომ საკითხი დადებითად გადაწყდება და ფაბიენი „ტულონის“ მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად გამოცხადდება, ოღონდ ის მუშაობას მხოლოდ 2017 წლის 1 იანვრიდან შეუდგება. 47 წლის სპეციალისტი ბუჯელალს დღეს შეხვდება და კონტრაქტის პირობებს განიხილავენ. გალტიე აქამდე „სტად ფრანსეს“ და „მონპელიეს“ ავარჯიშებდა, 2014 წლიდან კი, უმუშევარია.

გალტიეს გარდა „ტულონის“ თავკაცის პოსტის დაკავების კანდიდატად ინგლისელი მაიკ ფორდიც განიხილება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.096048