არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დანიელ ურკადემ, ჰამილტონში 10 სექტემბერს ახალ ზელანდიასთან გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
ორი კვირის წინ „პუმებმა“ სალტაში სამხრეთ აფრიკას 26:24 მოუგეს და მასთან შედარებით სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილებაა. მაშინ მანუელ მონტერომ ტრავმა მიიღო და მარჯვენა გარემარბად თამაშს მატიას მორონი იწყებს, ხოლო სანტიაგო კორდერომ ფლანგი იცვალა. მეორე ხაზში ტომას ლავანინის ნაცვლად გვიდო პეტის ვიხილავთ, ხოლო მესამე ხაზში ხუან ლეგიზამონს ხავიერ დესიო ჩაანაცვლებს.
შედეგად, ოთხი ახალი სახეა სათადარიგოთა სკამზე - ლუკას ნოგუერა, მარკოს კრემერი, ლეონარდო სენატორე და რამირო მოიანო. თამაში თბილისის დროით 11:35 საათზე დაიწყება.
არგენტინა: 15. ხოაკინ ტუკულეტი, 14. მატიას მორონი, 13. მატიას ორლანდო, 12. ხუან ერნანდესი, 11. სანტიაგო კორდერო, 10. ნიკოლას სანჩესი, 9. მარტინ ლანდახო; 1. ნაუელ ჩაპარო, 2. აგუსტინ კრევი, 3. რამირო ერერა, 4.გვიდო პეტი, 5. მატიას ალემანო, 6. პაბლო მატერა, 7. ხავიერ დესიო, 8. ფაკუნდო ისა.
სათადარიგოები: 16. ხულიან მონტოია,17. ლუკას ნოგუერა, 18. ენრიკე პიერეტო, 19. მარკოს კრემერი, 20. ლეონარდო სენატორე, 21. ტომას კუბელი, 22. სანტიაგო იგლესიასი, 23. რამირო მოიანო.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იმედია ავსტრალიაზე მეტ წინააღმდეგობას გაუწევს.