ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა, 23-კაციან განაცხადში, რომელმაც ორი კვირის წინ ველინგტონში ავსტრალია დაამარცხა და Bledisloe Cup-ი მოიპოვა, 10 სექტემბერს არგენტინასთან გასამართი მატჩისთვის სამი ცვლილება განახორციელა.
სასტარტო შემადგენლობაში შუამარბის პოზიციაზე ბრუნდება რაიან კროტი, ხოლო ენტონ ლინერტ-ბრაუნი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს. თადარიგში გამოჩნდნენ კოდი ტეილორი და რაიან კროტი.
„არასწორი იქნებოდა შემადგენლობაში ბევრი ცვლილების განხორციელება. მომავალ თამაშში ახალი გამოწვევა გველის. არგენტინისგან ტრადიციულად ძლიერ თამაშს ველით შერკინებაში და სიახლეებს ხაზში, ასე, რომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. გასულ მსოფლიო თასზე და განსაკუთრებით ბოლო ორ მატჩში სამხრეთ აფრიკასთან, არგენტინამ დაადასტურა, რომ ნებისმიერი გუნდისთვის შეუძლია პრობლემების შექმნა. თუ გვინდა გამარჯვება მოვიპოვოთ, მოწოდების სიმაღლეზე უნდა ვიყოთ, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით და ვითამაშოთ სრული სიზუსტით“ - თქვა ჰანსენმა.
ახალი ზელანდია: 15. ბენ სმიტი, 14. იზრაელ დეგი, 13. მალაკაი ფეკიტოა, 12. რაიან კროტი, 11. ჯულიან სავეა, 10. ბოდენ ბარეტი, 9. აარონ სმიტი; 1. ჯო მუდი, 2. დენ კოულსი, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ბროდი რეტალიკი, 5. სემ უაითლოკი, 6. ჟერომ კაინო, 7. სემ კეინი, 8. კირან რიდი.
სათადარიგოები: 16. კოდი ტეილორი, 17. უაით კროქეთი, 18. ჩარლი ფაუმუინა, 19. ლუკ რომანო, 20. არდი სავეა, 21. თი-ჯეი პერენარა, 22. აარონ კრუდენი, 23. ენტონ ლინერტ-ბრაუნი.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვითომ არგენტინა გაუწევს წინააღმდეგობას? ავსტრალიაზე მეტი მაინც ქნან.
კარგი რა ჰანსენ დააყენე არდი ძირითადში არგენტინასთან მაინც, რა გადაეკიდე ამ კეინს.