ტესტ-მატჩები

23:13 | 7.09.2016 | ნანახია 1426 - ჯერ

გეთლანდი „ლომებს“ გაწვრთნის, მას ჰოული შეცვლის

უკვე ვწერდით, რომ 2017 წლის ტურნეზე „ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების“ თავკაცი უელსის ნაკრების ახალ ზელანდიელი მთავარი მწვრთნელი იქნებოდა და ახლა ეს ინფორმაცია საბოლოოდ დადასტურდა.

შედეგად, ის 2016 წლის 1 სექტემბრიდან „ლომების“ ტურნეს დასრულებამდე, ანუ 2017 წლის ივლისის შუა რიცხვებამდე, „დრაკონების“ თავკაცი ვერ იქნება. მართალია ტურნე გაისად ივნისში იწყება, მაგრამ ზელანდიელს კანდიდატები ყავს საქმეში სანახავი და თითქმის ერთი წლით, ახალ საქმეზე გადაერთვება.

შედეგად, დღის წესრიგში უელსის ნაკრების თავკაცის პოსტზე მისი შემცვლელის მოძიების საკითხი დადგა და მალევე გადაწყდა. გეთლანდის არყოფნაში გუნდის თამაშზე და რა თქმა უნდა შედეგზე, პასუხისმგებელი რობ ჰოული იქნება, რომელიც „დრაკონებს“ 2012-2013 წლებში ავარჯიშებდა და ექვსი ერის გამარჯვებულიც გახდა.

უელსის ნაკრები 5 ნოემბერს ავსტრალიას, 12-ში არგენტინას, 19-ში იაპონიას და 26-ში სამხრეთ აფრიკას ეთამაშება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.092808