10 სექტემბერს ყვარელში, ყვარლის ციხის ტერიტორიაზე Red Bull Lelos - სამოყვარულო რაგბის ჩემპიონატის საქართველოს ფინალი გაიმართება. შეჯიბრში მონაწილეობას 16 გუნდი მიიღებს.
ფინალისტი გუნდები რეგიონალური ეტაპების შედეგად შეირჩა, რომლებიც 3 სექტემბერს ქუთაისში (დასავლეთ საქართველოს ეტაპი) და 4 სექტემბერს თბილისში (აღმოსავლეთ საქართველოს ეტაპი) გაიმართა. ქუთაისის შესარჩევი ეტაპიდან ფინალში 4 გუნდი, თბილისიდან კი 10 გუნდი გადავიდა. დანარჩენი 2 გუნდი ფინალში wild card-ის მეშვეობით მოხვდა: ქალ მორაგბეთა ნაკრები„გენდერი“ და ყვარლის სარაგბო გუნდი.
შეჯიბრი იმით გამოირჩევა, რომ მასში რაგბის სხვადასხვა სახეობებია გაერთიანებული: თითო გუნდში 5 მოთამაშეა, მათ შორის უმაღლესი ლიგის 1 მოთამაშე; თამაშის ხანგძლივობაა 10 წუთი (5 წუთიანი 2 ტაიმი); შეჯიბრი მიმდინარეობს ოლიმპიური სისტემით.
საპრიზო ფონდი 5000 ლარს შეადგენს, საიდანაც 3000 ლარი გამარჯვებულ გუნდს, 1500 ლარი მეორე ადგილზე გასულ გუნდს, 500 ლარი კი მესამე ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა.
Red Bull Lelos პირველად 2015 წელს ჩატარდა.შარშანდელი შეჯიბრის გამარჯვებული გუნდი „აკადემია“ და მეორე ადგილოსანი „Children” გამარჯვებისთვის წელს უკვე ყვარელში, მათთვის სრულიად უცნობ მოედანზე იბრძოლებენ. პროექტის მიზანია გახდეს ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური სამოყვარულო ტურნირი საქართველოში.
Red Bull Lelos-ს წელს განსაკუთრებული სტუმრებიც ეყოლება. ყვარელში შეჯიბრის საყურებლად დასავლეთ საქართველოსლელო ბურთის ორი ნაკრები გუნდი ჩამოვა. ისინი ჯერ სატესტო თამაშს ჩაატარებენ, შემდეგ კი მაყურებლებს ლელო ბურთის წესებს აუხსნიან და თამაშშიც ჩართავენ.
შეჯიბრში მონაწილეობის წესები:
- სტადიონის ზომაა 35x35
- თამაშის ხანგრძლივობაა 10 წუთი (5 წუთიანი 2 ტაიმი); შესვენება - 1 წუთი ტაიმებს შორის
- გუნდში დასაშვებია მხოლოდ ერთი უმაღლესი ლიგის მოთამაშე
- ფრეს შემთხვევაში მოქმედებს "Golden Try"-ს პრინციპი. თამაშის დროის ამოწურვის შემდეგ ორივე გუნდს წუთში ერთხელ აკლდება თითო მოთამაშე
- შეჯიბრი მიმდინარეობს ოლიმპიური სისტემით, წაგებული გუნდი ტოვებს შეჯიბრს
- მოლი და რაქი არ არის დაშვებული
- დაშვებულია 3 შეხება მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეებთან
- ხელით შეხება დაშვებულია მხოლოდ წელს ზევით
- შეხების შემთხვევაში დაცვა ბრუდნება 2 მეტრით უკან
- ოფსაიდის შემთხვევაში შემტევ გუნდს ეძლევა ერთი დამატებითი შეტევის უფლება
- ბურთის დავარდნის შემთხვევაში ბურთი გადაეცემა მოწინააღმდეგე გუნდს
- გუნდს ეძლევა დამატებითი ქულა ლელოს ცენტრში დადების და ფეხით გადაკიდების შემთხვევაში - თუ დაიდება ლელო ისე, რომ ბურთი ძირს არ დავარდეს
- ლელო - 5 ქულა, ბონუს ქულა -2
10 სექტემბერი 12:00 – 18:00 - კახეთი, ყვარლის ციხე
მედიის დასწრება რეკომენდებულია 14:00 საათის შემდეგ. მედიის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ორგანიზატორი
ღონისძება ტარდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.
ღონისძების პარტნიორები არიან: ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“, ქალაქ თბილისის მერია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრი, ვაკის ხორცპროდუქტები, Oktopus Fitness Club
ვიდეო: https://www.facebook.com/redbull/videos/10157387076480352/
Event page: https://www.facebook.com/events/1761779567369911/
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ნამდვილად კარგია რო რაგბი სამოყვარულო დონეზეც ვითარდება.