კელტების ლიგა

13:39 | 6.09.2016 | ნანახია 1672 - ჯერ

ლანკასტერმა სამსახური იშოვა

ინგლისის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი სტიუარტ ლანკასტერი პრო 12-ის ირლანდიური კლუბის, „ლენსტერის“ სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა. 46 წლის სპეციალისტი მთავარი მწვრთნელის, ლეო კალენის უფროსი თანაშემწე იქნება.

„სამწუხაროდ, კურტ მაკქილკინმა ოჯახური პრობლემების გამო დაგვტოვა და მის ნაცვლად „ლენსტერის“ სამწვრთნელო შტაბი ლანკასტერით შევავსეთ, რომელიც მსოფლიო რაგბიში პატივსაცემი ადამიანია და გუნდში უდიდეს გამოცდილებას მოიტანს. მოხარულები ვართ სტიუარტის დამატებით. ჩვენ ერთად დავეხმარებით გუნდს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენაში“ - თქვა კალენმა.

კლუბის გენერალურმა დირექტორმა დააზუსტა, რომ ინგლისის ნაკრების ყოფილი თავკაცი „ლენსტერში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება და საქმეს დაუყოვნებლივ შეუდგება:

„რესურსიდან გამომდინარე, მუდამ განვიხილავთ გაძლიერების შესაძლებლობებს. მას შემდეგ, რაც მაკქილკინმა დაგვტოვა, ყურადღება გავამახვილეთ და მოხარულები ვართ სტიუარტი ჩვენთან მუშაობაზე რომ დავითანხმეთ. ვიცი, რომ მას მოთამაშეებთან მუშაობა ენატრება. ვფიქრობ, გულშემატკივარს ეს ინფორმაცია ძალიან გაახარებს“.

ლანკასტერმა ინგლისის ნაკრები 2011 წლი მსოფლიო თასის შემდეგ ჩაიბარა, 2015 წლის მსოფლიო თასზე მისი გუნდი ჯგუფიდან ვერ გავიდა და დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077873