ფრანგული „ტულონის“ პრეზიდენტმა მურად ბუჯელალმა საკუთარი გუნდი ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონის წარუმატებელი სტარტისთვის გააკრიტიკა.
ტულონელებმა სამი თამაშიდან ორი წააგეს, აქედან ბოლო საკუთარ მოედანზე „ბრივთან“ და პრეზიდენტი ირწმუნება, რომ მისი სუპერ-ვარსკვლავებით დაკომპლექტებული გუნდი, ახლა ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებს. კრიტიკა მხოლოდ უელსელ ლეოგ ჰალფპენის არ შეეხო, რომელმაცამ სამ თამაშში კარში 18-ჯერ დაარტყა და ყველა ზუსტი იყო.
„მოთმინების ზღვარზე ვარ და როგორც ვატყობ, რაღაც სერიოზული მოხდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც მწვრთნელებს დავითხოვ, შესაძლოა საკუთარი თავი გავაძევო. რვა წლის მონდომება მძიმე შრომა კვამლივით იფანტება და ეს სამარცხვინოა. რაც დღეს დავინახე, შემიძლია გითხრათ, რომ წელს ლიგაში დასარჩენად ვითამაშებთ. წარმოიდგინეთ, რომ შემადგენლობაში მყოფი მოთამაშეების სანაკრებო კეპები 800-ს უტოლდება და დასარჩენად ვითამაშებთ. სამწუხაროდ, ეს რეალობაა - ჩემი გუნდი ნაგავია. ჩემი გუნდის ასეთი ცუდი თამაში იშვიათად მინახავს, თუმცა ეს ჰალფპენის არ ეხება და მისი მადლობელი ვარ“ - თქვა ბუჯელალმა.
შეგახსენებთ, „ტულონში“ საქართველოს ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე, ბურჯი ლევან ჩილაჩავა და 20-წლამდელთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი, კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი თამაშობენ.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გუნდი კი არა მჭვრთნელები გყავს ნაგვები და საწრაფოდ გაყარე !
800 კეპიანი მოთამაშე რომ უკვე ვეტერანია ვეღარ ხვდება მაგას? რა უნდა გორგოძეს და ჩილაჩავას სკამზე? რომ გაუჭირდება მაშინ რომ ახსენდება.
მამუკა უკვე იმხელა დონეზეა ასული, სათამაშო დროზე საუბარიც უხერულია მის შესახებ, მაგრამ რას ვიზამთ ხანდახან ამაზეც გვიწევს საუბარი. შარშანაც იყო რამდენიმე თამაში სადაც ბოლო 10-15 წუთს ათამაშებდა ხოლმე და რამდეჯერმე გადაარჩინა გუნდი, მაგრამ მამუკაც ადამიანია და ყველა თამაშის მიყურულში ლელოს ვერ დადებს
მაინცდამაინც მწვრთნელებს კი არა, უეჭველი მწვრთნელებია გასაშვები.
მართალია ეს კაცი რას ერჩით. ჩვენებია მარტო ნათელი წერტილი და კიდე ერთი-ორი კცი. დანარჩენები მართლა ვადაგასული ტავარია
ვალიდოლი დაალევიეთ ამას
ტოპ 14-ის გასული წლის სიმბოლური ნაკრების წევრები არიან გორგოძე და ჩილაჩავა და მაგათ არ ათამაშებს და მეტი სლეობა რა უნდა გააკეთოს მწვრთნელმა
დღესდღეობით ლევანი ერთერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე საფრანგეთში და გორგოძე კი საუკეთესოა ტავის პოზიციაზე ვისაც კი ოდესმე უთამაშია და მამუკა რომ იყოს ზელანდიელი ან რომელიმე სხვა ბობოლა გუნდის წარმომადგენელი ყველადროის 5 საუკეთესო მორაგბეში იქნებოდა
მწვრთნელია გასაშვები, ესეთი შემადგენლობა ყავს და ძირითადში ვის ათამაშებს, მიქაუტაძის გაშვებაც შეცდომა იყო, იმიტომ არა, რომ ჩვენია, მართლა კარგი მეორეხაზელია და შარშანაც ნირმალური სეზონი ქონდა.