ინგლისი

16:39 | 5.09.2016 | ნანახია 3974 - ჯერ

პრემიერშიპი: ბრეგვაძის 29 წუთი და საოცარი მეორე ტაიმები

გასულ კვირაში სტარტი აიღო 2016/2017 წლების ინგლისის „ავივა პრემიერშიპის“ გათამაშებამ, სადაც ამ სეზონში ორი ქართველი ლეგიონერი ითამაშებს - ჯაბა ბრეგვაძე „ვუსტერში“ და გიორგი ნემსაძე „ბრისტოლში“.

ბრეგვაძისა და ინგლისის პასპორტის მქონე ბურჯის, ვალ რაფავა-რუსკინის გუნდს პირველსავე ტურში დიდი გამოცდა ელოდა. ის „თვიქენჰემზე“ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს და ჩემპიონთა თასის გამარჯვებულ „სარასენსს“ შეხვდა და 47 ათასი მაყურებლის წინაშე პირველ ტაიმში დიდი ბრძოლა გაუმართა. მართალია ლონდონელები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ტაიმი მხოლოდ 6:3 მოიგეს. მატჩის განახლებისთანავე „სარასენსმა“ უპირატესობა ჯარიმით გაზარდა, მერე კი, 4 ლელო მიითვალა. მათგან ყველაზე სანახაობრივი ბოლო გამოდგა, როდესაც ბენ სპენსერმა მცველებს ცრუმოძრაობებით აუარა გვერდი და თავის გუნდს პრემიალური ქულაც მოუტანა - 35:3.

ბრეგვაძემ შეცვლაზე 51-ე წუთიდან ითამაშა, 2-ჯერ შეუტია და ერთი მეტრით წაწია ბურთი, 4 ბოჭვა შეასრულა და ერთი გაუცუდდა, 5-ჯერ დერეფანში ზუსტად ააგდო ბურთი და ერთხელაც დაჯარიმდა. რაფავა რუსკინმა პირველიდან 55-ე წუთამდე ითამაშა, 3 შეტევით 2 მეტრი მოიგო, 3 პასი და 6 ბოჭვა შეასრულა, ერთი გაუცუდდა და 2-ჯერ დაჯარიმდა.

იმავე დღეს, „თვიქენჰემზე“, პრემიერშიპში წელს დაბრუნებული „ბრისტოლი“ „ჰარლიქუინსს“ შეხვდა. გიორგი ნემსაძე განაცხადში არ იყო, მისმა თანაგუნდელებმა კი, მეტოქეს დიდი ბრძოლა გაუმართეს. მე-20 წუთზე ტომ ვერნდელმა გადაცემა ჩაჭრა და სტუმრები 7:0 დაწინაურდნენ. 7 წუთში „ჰარლიქუინსის“ შეცდომების სერიის შემდეგ, ცენტრალური ხაზის სიახლოვეს, ზედ კარის წინ სამოელმა ტუსი პისიმ გაჭრა ხაზი და ძელებსშუამდე ირბინა - 14:3.

შესვენებამდე მასპინძლებმა 2 წუთის ინტერვალში ორივე ლელო გაქვითეს და ამაში მარლენ იარდის დამსახურებაა. 39-ე წუთზე მან მოლი დაასრულა ლელოთი, ხოლო გაწითლებულ დროზე ხაზი გაჭრა, ჯო მარჩანს გადაცემა არ დაუგვიანა, რომელმაც მცველს ცრუმოძრაობით აუარა გვერდი და ბურთი ძელებსშუა დაამიწა - 15:14. განახლდა თამაში და „ბრისტოლი“ კვლავ წინ გავიდა. ეს ისევ „ჰარლიქუინსის“ შეცდომებს მოყვა - მათ ჯერ ფეხით თამაშისას დაუშვეს შეცდომები, მერე მცველმა რაიან ედვარდსის ფეხით გადაკიდებული ვერ დაიმორჩილა და მანაც ლელოში მოხტუნავე ბურთი დაამიწა. გარდასახვა არაზუსტი იყო, 58-ე და 65-ე წუთებზე ნიკ ევანსმა ორი ჯარიმით მასპინძლებს ლიდერობა დაუბრუნა, „ბრისტოლმა“ ორი კარგი შანსი ვერ გამოიყენა და მხოლოდ პრემიას დასჯერდა - 19:21.

სახალისო გამოდგა სეზონის პირველი მატჩი, რომელშიც „გლოსტერი“ „ლესტერს“ მასპინძლობდა. მაყურებელმა ჯამში 9 ლელო იხილა, საიდანაც 5 სტუმრების იყო და „ვეფხვებმა“ 38:31 მოიგეს, ხოლო მასპინძლებს ორი პრემიალური ქულა ერგოთ. აღსანიშნავია, რომ „გლოსტერმა“ 4 ლელო 44-ე წუთამდე დადო, უმეტესად კონტრშეტევებზე და 31:7 დაწინაურდა, თუმცა უზარმაზარი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. 62-ე წუთამდე „ვეფხვებმა“ ორი ლელოთი, გარდასახვებით და ჯარიმით, ჩამორჩენა შეამცირეს, 75-ე წუთზე წონასწორობა აღადგინეს, ხოლო გაწითლებულ დროზე მთელი გუნდში მოლში ჩაება და გამარჯვების ლელოც გავიდა - 38:31.

„ნიუკასლმა“ „გლოსტერის“ შეცდომა არ გაიმეორა და მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა. მათ „სელ შარქსს“ ტაიმი 10:3 მოუგეს და 56-ე წუთისთვის 19:10 იგებდნენ. სტუმრებმა 70-ე წუთზე ლელო-გარდასახვა გაქვითეს, მაგრამ 17:19 დამარცხდნენ და მხოლოდ პრემიას დასჯერდნენ.

„ნორთჰემპტონი“ „ბათს“ მასპინძლობდა და დებიუტში კარგი სალელოვე შანსი ვერ გამოიყენა, ხოლო ჰარი მალინდერს შესვენებამდე ხელსაყრელი პოზიციებიდან ორი ჯარიმა გაუცუდდა. სამაგიეროდ ჯორჯ ფორდმა გაიტანა ჯერ ჯარიმა და მერე არეკნი, ხოლო 70-ე წუთამდე კიდევ ოთხი ზუსტი დარტყმა შეასრულა - 3 ჯარიმა, ერთი არეკნი და 18:0. „ნორთჰემპტონმა“ 74-ე და 78-ე წუთებზე ნიკ გრუმის დუბლით და ზუსტი გარდასახვებით უპასუხა, თუმცა დარჩენილ 1,5 წუთში გამარჯვების ლელო ვეღარ დადო და 14:18 დამარცხდა.

„ექსეტერთან“ 50 წუთის შემდეგ 8:20 აგებდა „უოსპსი“, თუმცა მასპინძლებმა 53-ე და 64-ე წუთებზე ლელოები დადეს და ზუსტი გარდასახვების შემდეგ 22:20 დაწინაურდნენ, სულ ბოლოს ჯარიმაც გაიტანეს და 25:20 იმარჯვეს.

ინგლისი. პრემიერშიპი

I ტური

გლოსტერი - ლესტერი 31:38

ნიუკასლი - სეილი 19:17

სარასენსი - ვუსტერი 35:3

ნორთჰემპტონი - ბათი 14:18

ჰარლიქუინსი - ბრისტოლი 21:19

უოსპსი - ექსეტერი 25:20

1.

სარასენსი

1

1

0

0

35:3

5

1

2.

ლესტერი

1

1

0

0

38:31

5

1

3.

უოსპსი

1

1

0

0

25:20

4

0

4.

ბათი

1

1

0

0

18:14

4

0

5.

ჰარლიქუინსი

1

1

0

0

21:19

4

0

6.

ნიუკასლი

1

1

0

0

19:17

4

0

7.

გლოსტერი

1

0

0

1

31:38

2

2

8.

ბრისტოლი

1

0

0

1

19:21

1

1

9.

სეილ შარქსი

1

0

0

1

17:19

1

1

10.

ნორთჰემპტონი

1

0

0

1

14:18

1

1

11.

ექსეტერი

1

0

0

1

20:25

1

1

12.

ვუსტერი

1

0

0

1

3:35

0

0

II ტური. 9-11 სექტემბერი

ვუსტერი - გლოსტერი, სეილი - ჰარლიქუინსი, ბათი - ნიუკასლი, ლესტერი - უოსპსი, ბრისტოლი - ნორთჰემპტონი, ექსეტერი - სარასენსი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.116521