სხვა

23:59 | 4.09.2016 | ნანახია 1414 - ჯერ

„სტიაუამ“ წრე ლიდერად დაასრულა

ქართველი ლეგიონერებით - მიხეილ არჩუაშვილითა და ლევან გენებაშვილით გაძლიერებულმა ბუქარესტის „სტიაუამ“, რუმინეთის სუპერ-ლიგის პირველ წრეში გამართული ექვსი თამაშიდან ხუთი მოიგო, „ტიმიშოარა-სარასენსთან“ მცირედით დამარცხდა და სატურნირო ცხრილის თავში დამკვიდრდა.

მე-6 ტურში „სტიაუამ“ ბუქარესტულ დერბიში „ოლიმპია“ 28:19 დაამარცხა. კვაჭი გენებაშვილი და მეორეხაზელი არჩუაშვილი ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. ახლა მათ გუნდს 24 ქულა აქვს და 5 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ „ბაია მარეს“, რომელიც პირველ წრეს 10 სექტემბერს „პოლიტეჰნიკასთან“ მატჩით ასრულებს.

17 ქულით მესამეა ბიძინა სამხარაძისა და იური ნატრიაშვილის „ბაია მარე“, რომელმაც გასულ ტურში „უნივერსიტატეას“ 34:10 სძლია. სამხარაძემ შეცვლაზე ითამაშა. „ბაია მარე“ პირველი წრის დასკვნით მატჩს 11 სექტემბერს ბუქარესტში, „დინამოსთან“ გამართავს.

ამის შემდეგ სუპერ-ლიგაში შესვენებაა, ჯერ რუმინეთის „სამეფო თასი“ გათამაშდება, რომელიც პლეი ოფის სისტემით ტარდება და მერე მეორე წრე დაიწყება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082959