დიდი 10

23:11 | 4.09.2016 | ნანახია 2395 - ჯერ

თბილისსა და ქუთაისში ფავორიტებმა მოიგეს

დიდი 10-ის 2016/2017 წლების სეზონის პირველი ტურის ცენტრალურმა მატჩმა მოლოდინი გაამართლა. ქუთაისში „აიასა“ და „ბათუმის“ დაპირისპირება დაძაბული გამოდგა, გამარჯვება კი, მასპინძლებს დარჩათ.

ბათუმში რაგბის აღორძინებაზე უკვე მესამე წელია ზრუნავენ და თანხებს არ ზოგავენ. გასული ორი სეზონის შემდეგ, ზაფხულში გუნდის შემადგენლობა კიდევ უფრო გაძლიერდა, მაგრამ „აია“ ქუთაისში, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ყოველთვის გამორჩეულად კარგად თამაშობს. ლიდერთა ჯახის ხილვა სასურველი იყო და სთრიმიც დაიგეგმა, მაგრამ მატჩის დაწყებიდან ძალიან მალე, სტადიონზე შუქი ჩაქრა და გულშემატკივარიც გაწბილებული დარჩა. გაირკვა, რომ შუქი დაზიანების გამო ჩაქრა და აქ ბრალი არავის მიუძღვის.

შეხვედრის ერთადერთი ლელო მატჩის დებიუტში, მე-2 წუთზე გავიდა და საკმაოდ ლამაზი გამოდგა. „აიამ“ დერეფნის მოგების შემდეგ ხაზში გაიტანა ბურთი, ის სიღრმეში გიორგი აბრამიძემ მიიღო, მაღალ სიჩქარეზე მცველებს ჩაუქროლა და 25-მეტრიანი გარბენი ლელოთი დაასრულა. გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა. შესვენებამდე მასპინძლებმა ორი, ხოლო სტუმრებმა სამი ზუსტი დარტყმა განახორციელეს და ტაიმი 13:9 დასრულდა. მეორე ტაიმში მაყურებელმა ერთადერთი შედეგიანი შეტევა იხილა, „აიამ“ მონაგარი 3 ქულით გაზარდა და 16:9 მოგებით 4 სატურნირო ქულა ჩაიწერა, ხოლო ზღვისპირელებმა 7-ქულიანი სხვაობით მარცხისთვის ერთი პრემიალური ქულა მიიღო.

თბილისში ფავორიტები გამოკვეთილი იყო და მათ დაგეგმილი გამარჯვებები მოიპოვეს. გორის „ჯიქი“ „ავჭალაზე“ „არმიას“ შეხვდა და პირველი ტაიმი 15:3 მოუგო. ქუთაისის მსგავსად, მეორე ტაიმში მაყურებელმა აქაც ერთადერთი შედეგიანი შეტევა იხილა, „ჯიქმა“ მესამე ლელო დადო და 22:3 მოგებით პრემიალური ქულაც ჩაიწერა.

„შევარდენზე“ „ლოკომოტივი“ „არმაზს“ ეთამაშა და პირველი ტაიმი მშრალად, 13:0 მოუგო. შესვენების შემდეგ ლელო „არმაზმაც“ დადო, თუმცა თავად 12 ქულა მიიღო და „ლოკომოტივმა“ 25:7 იმარჯვა, ოღონდ ეს გამარჯვება პრემიის მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა.

2016/2017 წლების სეზონი. დიდი 10

I ტური. 4 სექტემბერი

თბილისი. „ავჭალა“.

არმია (თბილისი) - ჯიქი (გორი) 3:22

თბილისი. „შევარდენი“.

არმაზი (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 7:25

ქუთაისი. „აია არენა“.

აია (ქუთაისი) - ბათუმი (ბათუმი) 16:9

1.

ჯიქი (გორი)

1

1

0

0

22:3

5

1

2.

ლელო-სარასენსი (თბილისი)

1

1

0

0

21:15

5

1

3.

ლოკომოტივი (თბილისი)

1

1

0

0

25:7

4

0

4.

აკადემია (თბილისი)

1

1

0

0

26:8

4

0

5.

აია (ქუთაისი)

1

1

0

0

16:9

4

0

6.

ბაგრატი (ქუთაისი)

1

0

0

1

15:21

1

1

7.

ბათუმი (ბათუმი)

1

0

0

1

9:16

1

1

8.

ყოჩები (ბოლნისი)

1

0

0

1

8:26

0

0

9.

არმაზი (თბილისი)

1

0

0

1

7:25

0

0

10.

არმია (თბილისი)

1

0

0

1

3:22

0

0

II ტური. 10-11 სექტემბერი

ბაგრატი - ბათუმი; ყოჩები - აია; ჯიქი - აკადემია; ლოკომოტივი - არმია; ლელო-სარასენსი - არმაზი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:07 | 05.09.2016
BEERTRANCE (1073)

მიდი აია

11:24 | 05.09.2016
geogoli (367)

დათარსული ტური გამოდგა, ბაგრატი-ლელოს სტრიმმა არ იმუშავა და აია-ბათუმზე დენი გაითიშა. უფრო დეტალური მიმოხივა არ აწყენდა თამაშებს

0.14968