საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ში, დღეს მესამე ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა გაიმართება.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, თითქოს მწვრთნელებმა პირი შეკრესო - გუშინდელის დარად, ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში არც დღეს იქნებიან.
მიხეილ ნარიაშვილი, დუდუ ქუბრიაშვილი და კოტე მიქაუტაძე „მონპელიეს“ ლიდერები არიან, თუმცა სასტარტო შემადგენლობაში კი არა, არცერთი მათგანი განაცხადშიც არაა. თადარიგშია ბურჯი გაგი ბაზაძე. თამაში თბილისის დროით 18:15 საათზე იწყება და მისი ხილვა შემდეგ მისამართებზე იქნება შესაძლებელი:
http://www.vipleague.tv/rugby/413628/1/bordeaux-vs-montpellier-live-stream-online.html
23 საათზე ქვეყნის ჩემპიონი „რასინგი“ ვასილ კაკოვინის „ტულუზს“ პარიზში მასპინძლობს. ქართველ ბურჯს მუხლის ტრავმა ჯერ არ მოუშუშებია, სთრიმის ხილვა კი, ამ მისამართზე უნდა იყოს შესაძლებელი:
http://www.vipleague.tv/rugby/412903/1/racing-92-vs-stade-toulousain-live-stream-online.html
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ერთადერთი მიზეზი რაც შეიძლება იყოს ისაა, რომ რეზერვს ცდიან.. მაინც პირველი ტურებია და ძირითადს ასვენებენ.. სხვა ლოგიკა არაა
ძალიან დიდი მადლობა ლინკის დადებისთვის და ხშირად თუ გააკეთებთ იგივეს ძალიან კარგი იქნება