დღეს „დიდი 10“-ის წლევანდელ სეზონს კიდევ ექვსი გუნდი იწყებს. თამაშები დღესაც თბილისსა და ქუთაისში გაიმართება - დედაქალაქში „ავჭალასა“ და „შევარდენზე“ და ქუთაისში „აია არენაზე“.
„ავჭალაზე“ თბილისის „არმია“ გორის „ჯიქს“ მასპინძლობს. გუნდები ჩემპიონატს მნიშვნელოვნად სახეცვლილი შემადგენლობებით ხვდებიან. არმიელთა რიგები დატოვეს გიორგი აფციაურმა, ტარიელ დონაძემ, გიორგი ზიბზიბაძემ, გიორგი როხვაძემ, გიორგი სულუაშვილმა, რატი ტყეშელაშვილმა, ირაკლი ჩხიკვაძემ და რამაზ ჯინაშვილმა. შევსებაც სოლიდურია - „ბათუმიდან“ დაბრუნდნენ ლაშა აზალაძე, გოდერძი ჭინჭარაული, გიორგი ჯიმშელაძე და მიხეილ კელენჯერიძე; „ლოკომოტივიდან“ დაემატნენ შალვა დავითაშვილი და დიმიტრი კალანდაძე, ხოლო „ხარებიდან“ მიშა ზურიკაშვილი და გენო ხელაია.
„ჯიქი“ დატოვეს ვანო გაბროშვილმა, ლევან თხელიძემ, მიშა მასხარაშვილმა, გიორგი მჟავანაძემ და გიორგი ჭელიძემ. გორელებმა დაიმატეს ნიკა ბეჟუაშვილი, რეზი ბროძელი, ტარიელ დონაძე, თევდორე მაჭარაშვილი და ბიძინა ჯიმშიტაშვილი. შეხვედრა 17 საათზე იწყება.
„შევარდენზე“ „არმაზი“ „ლოკომოტივს“ მიიღებს. „არმაზი“ გასულ ჩემპიონატში უძლიერესთა შორის დასარჩენად იბრძოდა და ახალი სეზონის წინ არჩილ გაგნიძე, ზვიად ესართია, გიორგი მჟავანაძე, რატი ტყეშელაშვილი, ირაკლი ჩომახაშვილი და გიორგი ჭელიძე დაიმატა. დაკარგა ვახტანგ ამირანაშვილი და რეზი ბროძელი და რაც ყველაზე მთავარია, ეროვნული გუნდის 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე.
შარშანდელი ფინალისტი „ლოკომოტივი“, წელს კიდევ უფრო გაძლიერდა. საფრანგეთიდან დაბრუნდნენ გიორგი მჭედლიშვილი და ზერო პეტრიაშვილი, ჩემპიონ „ლელო-სარასენსიდან“ დაიმატეს დაჩი კოპაძე და გიორგი ტალახაძე, „არმიადან“ გიორგი აფციაური, „ყოჩებიდან“ ლევან გოგოლაშვილი და „ბათუმიდან“ გიორგი თედორაძე. ყველა ეს მორაგბე რაგბის გულშემატკივარისთვის კარგადაა ცნობილი და მათი ნაწილი საქართველოს ეროვნული და 7-კაცა ნაკრების კანდიდატია. გუნდი დატოვეს ზურაბ ძნელაძემ, არჩილ გაგნიძემ, შალვა დავითაშვილმა, დიმიტრი კალანდაძემ, ამირან მიქაძემ და ირაკლი ჩომახაშვილმა.
ჯერ არავინ იცის, ვინ იქნება ახალ სეზონში ლიდერი და ვინ აუტსაიდერი, თუმცა პირველ ტურში ცენტრალურ მატჩად „აიასა“ და „ბათუმის“ დაპირისპირებაა მიჩნეული, რომელსაც „აია არენა“ 17 საათიდან უმასპინძლებს. „აიამ“ დაკარგა გიორგი ფრუიძე, რეზი ჯინჭველაშვილი, გივი ლოსაბერიძე, მერაბ მატკავა, გიორგი ტორაძე და ბექა ტორაძე. მას დაუბრუნდნენ ზურაბ ძნელაძე, ირაკლი ჩხიკვაძე, გიორგი როხვაძე და ჟორა მღებრიშვილი.
სეზონს მნიშვნელოვნად სახეცვლილი ხვდება „ბათუმი“, რომელმაც ზაფხულში ყველაზე მეტი მორაგბე დაიმატა - თემურ სოხაძე, ნიკა პატარაია, ვანო გაბროშვილი, ვახტანგ ამირანაშვილი, გიორგი ბებიაშვილი, მამუკა ცხადაძე, ვაჟა თაგაური, მერაბ მატკავა და ამირან მიქაძე. ზღვისპირელთა რიგები დატოვა ექვსმა მორაგბემ - ლაშა აზალაძემ, გიორგი ჯიმშელაძემ, გოდერძი ჭინჭარაულმა, გიორგი თედორაძემ, მიხეილ კელენჯერიძემ და შაკო შაშიაშვილმა.
ამ თამაშის სთრიმით ხილვა 17 საათიდან შემდეგ მისამართზე იქნება შესაძლებელი:
http://devi.ge/rugby/229-aia-vs-batumi-rc-aia-vs-rs-batumi.html
2016/2017 წლების სეზონი. დიდი 10
I ტური. 4 სექტემბერი
თბილისი. „ავჭალა“. 17:00 საათი
არმია (თბილისი) - ჯიქი (გორი)
არმია: 15. მერკვილიშვილი, 14. კალანდაძე, 13. ჯიმშელაძე, 12. ურჯუკაშვილი, 11. მესხი, 10. ჭინჭარაული, 9. დავითაშვილი; 1. ზურიკაშვილი, 2. მეკოკიშვილი, 3. კელენჯერიძე, 4. გიგაური, 5. ქარუხნიშვილი, 6. გოგლიძე, 7. თავართქილაძე, 8. აზალაძე (კაპ.).
სათადარიგოები: 16. ხელია, 17. ჭავჭავაძე, 18. ბარბაქაძე, 19. მასხარაშვილი, 20. ნახუცვრიშვილი, 21. გაბუნია, 22. მახარაშვილი, 23. კალმახელიძე.
ჯიქი: 15. სვანიძე, 14. ბიწაძე, 13. დევსურაშვილი, 12. ჯინჯიხაძე, 11. ხარაზიშვილი, 10. ნინიძე, 9. ბროძელი; 1. ორაგველიძე, 2. მამრიკიშვილი, 3. დონაძე, 4. გოგოლიძე, 5. ტრაპაიძე, 6. შენგელია (კაპ.), 7. მჭედლიშვილი, 8. სუხაშვილი.
სათადარიგოები: 16. ქარჩავა, 17. სუთიძე, 18. გურგენაძე, 19. თ. კიკნაძე, 20. დიდებულიძე, 21. დ. კიკნაძე, 22. ნადირაძე, 23. სამხარაძე.
თბილისი. „შევარდენი“. 17:00 საათი
არმაზი (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი)
არმაზი: 15. პერანიძე, 14. სვანიძე, 13. ლიპარტელიანი, 12. გიგაური, 11. გიორგაძე, 10. ხურცილავა, 9. დვალიშვილი; 1. ჯიბლაძე, 2. ხუროშვილი, 3. გაგნიძე, 4. ჯიმშელეიშვილი, 5. კაჭარავა, 6. ბერაძე, 7. მინაშვილი, 8. სოსელია (კაპ.).
სათადარიგოები: 16. ჩომახაშვილი, 17. ესართია, 18. ვაშაკიძე, 19. ფრიდონიშვილი, 20. მამამთავრიშვილი, 21. მჟავანაძე, 22. ხურცილავა, 23. შალიკაშვილი.
ლოკომოტივი: 15. ნიკოლავა, 14. გოგოლაშვილი, 13. გაგოშვილი, 12. კავთიძე, 11. ბიწაძე, 10. წიკლაური (კაპ.), 9. ხუციშვილი; 1. ქვათაძე, 2. თედორაძე, 3. ბურდული, 4. გეგია, 5. ჟღენტი, 6. ბერიშვილი, 7. კოპაძე, 8. გასვიანი.
სათადარიგოები: 16. ელოშვილი, 17. პაატაშვილი, 18. მჭედლიშვილი, 19. არაბული, 20. ტურაშვილი, 21. მამუჩარაშვილი, 22. გედეხაური, 23. ჩიღვინაძე.
ქუთაისი. „აია არენა“. 17:00 საათი
აია (ქუთაისი) - ბათუმი (ბათუმი)
აია: 15. მოდებაძე, 14. მანაგაძე, 13. ძნელაძე, 12. ჩხიკვაძე, 11. აბრამიძე, 10. ბაბუნაშვილი, 9. როხვაძე; 1. რატიაშვილი, 2. ერემეიშვილი, 3. ხარებავა, 4. მაჩალაძე, 5. შალამბერიძე (კაპ.), 6. გორგასლიძე, 7. დანგაძე, 8. ლოსაბერიძე.
სათადარიგოები: 16. სალდაძე, 17. ცქიფურიშვილი, 18. წაქაძე, 19. რევიშვილი, 20. მღებრიშვილი, 21. თუთბერიძე, 22. აბჟანდაძე, 23. სინაურიძე.
ბათუმი: 15. კობახიძე, 14. ბებიაშვილი, 13. გაბროშვილი, 12. ნინიძე, 11. ტრაპაიძე, 10. სოხაძე, 9. თუთბერიძე; 1. ერისთავი, 2. თაგაური, 3. პატარაია, 4. ცხადაძე, 5. მიქაძე, 6. თხილაიშვილი, 7. კორტავა (კაპ.), 8. ამირანაშვილი.
სათადარიგოები: 16. მატკავა, 17. კვანთიძე, 18. ბალიაშვილი, 19. ალიქაძე, 20. ფუტკარაძე, 21. შამულო, 22. გოგიტიძე, 23. მიმინოშვილი.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია