საფრანგეთი ტოპ-14

14:32 | 3.09.2016 | ნანახია 2987 - ჯერ

ტოპ 14: ექვსნი თადარიგში [+სთრიმი]

დღეს საფრანგეთის ტოპ 14-ის მესამე ტურის ხუთი შეხვედრა გაიმართება და მათში ექვსი ქართველი ლეგიონერი მიიღებს მონაწილეობას, ოღონდ ექვსივე თადარიგშია.

პირველი მატჩი თბილისის დროით 16:45 საათზე პარიზში დაიწყება და ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის „სტად ფრანსე“, დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის „კლერმონს“ შეხვდება. ჟვანია მამა გახდა, კლუბმა დასვენების საშუალება მისცა და განაცხადში არაა. 23-კაციან სიაში არაა კოლელიშვილიც. მასპინძელთა განაცხადში პირველად მოხვდა და თადარიგშია მელიქიძე. ასევე თადარიგშია ზირაქაშვილი.

ლექსო ყაულაშვილის „ლა როშელი“ „კასტრს“ ქართველი ბურჯის გარეშე ეწვია. ზაზა ნავროზაშვილისა და გიორგი ჯავახიას გარეშე უმასპინძლებს „ლიონი“ „გრენობლს“. დავით ხინჩაგიშვილის „ბეიონი“ სტუმრად შეხვდება „პოს“ და ქართველი ბურჯი თადარიგშია. ეს სამი თამაში 20:30 საათზე იწყება.

22:45 საათზე იწყება მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავას და ბადრი ალხაზაშვილის „ტულონისა“ და კარლენ ასიეშვილის, ვასილ ლობჟანიძისა და სოსო ბეკოშვილის „ბრივის“ შეხვედრა. მატჩში მონაწილეობას სამი ქართველი მიიღებს და სამივე თადარიგშია - გორგოძე, ჩილაჩავა და ასიეშვილი.

ხვალ მიხეილ ნარიაშვილის, დუდუ ქუბრიაშვილის, კოტე მიქაუტაძისა და გაგი ბაზაძის „მონპელიე“ სტუმრად „ბორდოს“ ეთამაშება, ხოლო ვასილ კაკოვინის „ტულუზი“ პარიზში ჩემპიონს „რასინგს“ შეხვდება.

საფრანგეთი. ტოპ 14. III ტური

3 სექტემბერი

სტად ფრანსე - კლერმონი [16:45 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/412418/1/stade-francais-vs-asm-clermont-auvergne-live-stream-online.html

https://1xcava.space/stream/?btag=x_1466y_850c_&affid=1265&siteid=1466&adid=850&=

კასტრი - ლა როშელი [20:30 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/413395/1/castres-olympique-vs-la-rochelle-live-stream-online.html

https://1xcava.space/stream/?btag=x_1466y_850c_&affid=1265&siteid=1466&adid=850&=

ლიონი - გრენობლი [20:30 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/413394/1/lyon-vs-grenoble-live-stream-online.html

https://1xcava.space/stream/?btag=x_1466y_850c_&affid=1265&siteid=1466&adid=850&=

პო - ბეიონი [20:30 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/413396/1/section-paloise-vs-aviron-bayonnais-live-stream-online.html

https://1xciki.space/stream/?btag=x_1466y_850c_&affid=1265&siteid=1466&adid=850&=

ტულონი - ბრივი [22:45 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/412424/1/rc-toulon-vs-ca-brive-live-stream-online.html

https://1xciki.space/stream/?btag=x_1466y_850c_&affid=1265&siteid=1466&adid=850&=


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.097649