LIVE

19:24 | 2.09.2016 | ნანახია 2717 - ჯერ

პრო დ2: 4 იწყებს, 2 თადარიგშია [+სთრიმი]

პრო დ2-ის მეორე ტურის დღევანდელი ექვსი თამაშიდან ხუთი, თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.

ტარიელ რატიანიძისა და შაკო ოდიშარიას „ნარბონი“ „ბურგუენს“ უქართველებოდ მასპინძლობს. შეგახსენებთ, რატიანიძე პირველ ტურში მე-13 წუთზე დაშავდა.

რუმინეთის ნაკრების კვაჭის, ოთარ ტურაშვილის „კოლომიე“ გიორგი ნაცარაშვილის „კარკასონს“ ეთამაშება. ტურაშვილი თადარიგშია.

ლაშა ლომიძის „ბეზიე“ ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ვეფხვაძის „უიონს“ შეხვდება. სტუმართა ბურჯი მირცხულავა თამაშს სასტარტო შემადგენლობაში იწყებს, ხოლო მასპინძელთა მესამეხაზელი ლომიძე თადარიგშია.

ფედერალ 1-იდან წელს დაწინაურებული გუნდების დუელში, შალვა სუთიაშვილისა და ლაშა თავბერიძის „ანგულემი“ ვახტანგ მაისურაძისა და არჩილ ბეჟიაშვილის „ვანს“ მასპინძლობს. სუთიაშვილი თამაშს იწყებს, ხოლო მაისურაძე თადარიგშია.

ნახევარი საათის დაგვიანებით, 22:30 საათზე იწყება ბექა გორგაძის „მონ დე მარსანისა“ და ელიზბარ ყუფარაძის „დაქსის“ შეხვედრა. ორივე ქართველი სასტარტო 15-ეულშია.

ტური კვირას დასრულდება. თამაზ მჭედლიძის, გიორგი თეთრაშვილის, ვახტანგ ახობაძისა და გიორგი მარგველანის „აჟენი“ ბექა შეყლაშვილია „ალბის“ მასპინძლობს. შემადგენლობები ხვალ გახდება ცნობილი.

საფრანგეთი. პრო დ2. II ტური

2 სექტემბერი

ანგულემი - ვანი [22:00 საათი]

https://wl1xbet.adsrv.eacdn.com/C.ashx?btag=a_1466b_850c_&affid=1265&siteid=1466&adid=850&c=

ბეზიე - უიონა [22:00 საათი]

https://1xciki.space/stream/?btag=x_1466y_850c_&affid=1265&siteid=1466&adid=850&=

კოლომიე - კარკასონი [22:00 საათი]

https://1xcava.space/stream/?btag=x_1466y_850c_&affid=1265&siteid=1466&adid=850&=

ნარბონი - ბურგუენი [22:00 საათი]

https://1xcava.space/stream/?btag=x_1466y_850c_&affid=1265&siteid=1466&adid=850&=

მონტობანი - ბიარიცი [22:00 საათი]

მონ დე მარსანი - დაქსი [22:30 საათი]

https://1xciki.space/stream/?btag=x_1466y_850c_&affid=1265&siteid=1466&adid=850&=

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:38 | 04.09.2016
ალექსანდრე (27)

1

0.077935