კელტების ლიგა

18:12 | 2.09.2016 | ნანახია 1990 - ჯერ

ინგლისი და პრო 12 ქართველების გარეშე იწყებს [+სთრიმები]

საფრანგეთის ტოპ 14-ის შემდეგ, სადაც ამ უქმეებზე უკვე მესამე ტურის თამაშები გაიმართება, დღეს ღამით სტარტს აიღებს ევროპის კიდევ ორი უძლიერესი შიდა პირველობა - ინგლისის „ავივა პრემიერშიპი“ და ირლანდიელების, უელსელების, შოტლანდიელების და იტალიელების გაერთიანებული ლიგა პრო 12.

ავივა პრემიერშიპი

შარშანდელთან შედარებით ინგლისში ქართული ლეგიონი გაიზარდა და პირველად ისტორიაში, წელს პრემიერშიპში ორი ჩვენებური ითამაშებს - „ვუსტერში“ ჯაბა ბრეგვაძე და „ბრისტოლში“ გიორგი ნემსაძე. იყო შანსი, ინგლისში მესამე „ბორჯღალოსანიც“ გვეხილა, მაგრამ „ნორთჰემპტონმა“ ნოდარ ჭეიშვილის დამატებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა. „ვუსტერში“ შარშანდელის მსგავსად ითამაშებს ვალ რაფავა-რუსკინი, რომელსაც ინგლისური პასპორტი აქვს.

დღეს ქართველი ლეგიონერების გუნდები არ თამაშობენ და თბილისის დროით 22:45 საათზე „გლოსტერი“ „ლესტერ თაიგერსს“, ხოლო 23 საათიდან „ნიუკასლ ფალკონსი“ „სეილ შარქსს“ ეთამაშება. ინგლისის პრემიერშიპში 12 გუნდი თამაშობს და რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, ოთხი მოწინავე ჩემპიონის ტიტულისთვის ნახევარფინალებიდან იბრძვის, ხოლო ექვსი მონაწილე ჩემპიონთა თასის საგზურს იღებს. საგაისოდ პრემიერშიპს ტოვებს რეგულარული გათამაშების ბოლო, მე-12 ადგილოსანი.

დღევანდელი თამაშების ხილვა შემდეგ მისამართებზე იქნება შესაძლებელი:

გლოსტერი - ლესტერი [22:45 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/412413/1/gloucester-rugby-vs-leicester-tigers-live-stream-online.html

ნიუკასლი - სეილი [23:00 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/412414/1/newcastle-falcons-vs-sale-sharks-live-stream-online.html

პრო 12

დღესვე სამი თამაშით იხსნება პრო 12, სადაც ასევე 12 გუნდი თამაშობს - 4-4 ირლანდიური და უელსური, 2-2 შოტლანდიური და იტალიური. რეგულარული გათამაშების დასრულების შემდეგ, ჩემპიონობისთვის ბრძოლას აქაც ოთხი აგრძელებს, თუმცა ლიგიდან არავინ ვარდება. ჩემპიონთა თასზე აქედან ოთხი მოწინავე გადის, ასევე, ყველა ქვეყნის თითო უკეთესი გუნდი, თუნდაც მან მე-11 ადგილი დაიკავოს და მხოლოდ თანამემამულეს აჯობოს.

შარშან პრო 12-ის შოტლანდიურ „გლაზგოში“ შალვა მამუკაშვილი თამაშობდა, უფრო ადრე ასევე შოტლანდიურ „ედინბურგში“ დიმა ბასილაია, მაგრამ ვერცერთმა შეძლო გუნდში ფეხის მოკიდება. წელს, დეკემბრამდე, ირლანდიურ „ალსტერში“ ითამაშებს ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი. დღეს ირლანდიელები თბილისის დროით 22:35 საათზე უელსურ „ნიუპორტს“ მასპინძლობენ. 28 წლის ქართველმა „ალსტერთან“ კონტრაქტი ახლახანს გააფორმა და დღეს განაცხადში არაა.

22:35 საათზე იწყება სხვა ორი თამაშიც - ირლანდიური „ლენსტერი“ იტალიურ „ბენეტონ ტრევიზოს“, ხოლო უელსური „ოსპრეიზი“ ასევე იტალიურ „ძებრეს“ მასპინძლობს.

პრო 12-ის თამაშების ხილვა შემდეგ მისამართზე იქნება შესაძლებელი:

ლენსტერი [ირლანდია] - ტრევიზო [იტალია] [22:35 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/413387/1/leinster-vs-benetton-treviso-live-stream-online.html

ოსპრეიზი [უელსი] - ძებრე [იტალია] [22:35 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/413388/1/ospreys-vs-zebre-live-stream-online.html

ალსტერი [ირლანდია] - ნიუპორტი [უელსი] [22:35 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/413389/1/ulster-vs-newport-dragons-live-stream-online.html

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088928