ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და გიორგი შარაშიძის „ორიაკმა“, საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონის, პრო დ2-ის მეორე ტურში „პერპინიენი“ 42:13 დაამარცხა და 5 სატურნირო ქულა ჩაიწერა.
მასპინძლებმა მეტოქეს 4 ლელო დაუდეს, ბოლოს ერთი გაუშვეს, თუმცა ამით დამატებითი ქულა არ დაუკარგავთ. ქართველ ლეგიონერთაგან სრულად ითამაშა მეორეხაზელმა დათუნაშვილმა, ხოლო ბურჯი ხატიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთზე შეცალეს.
პრო დ2-ის მეორე ტურის სრულ მიმოხილვას ორშაბათს შემოგთავაზებთ.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია