ჭაბუკთა "ბ"

15:28 | 2.09.2016 | ნანახია 2509 - ჯერ

ჭაბუკთა „ბ“ ლიგა სტუმართა დომინირებით განახლდა

ჭაბუკთა „ა“ ლიგის შემდეგ, დიდი 10-ის დაწყებამდე, საქმეში „ბ“ ლიგის გუნდები ჩაერთვნენ.

სიმრავლიდან გამომდინარე, აქ გუნდები პირველი ორი ეტაპის შემდეგ სამ დივიზიონად დაიყვნენ. ჩემპიონობისთვის ბრძოლას რვა გუნდი აგრძელებს - ოთხი აღმოსავლეთიდან და ოთხი დასავლეთიდან, რომლებიც ორ 4-გუნდა ჯგუფში არიან გადანაწილებული და პლეი ოფებში გამსვლელების გასარკვევად ორ წრედ ითამაშებენ.

პირველ ჯგუფში „იუნკერი“ ჩოხოსნებმა“ „კოლხ რაინდებს“ ფოთში 21:8 მოუგო, ხოლო ქუთაისის „ბაგრატმა“ „ხარებს“ რუსთავში დაძაბულ ბრძოლაში 27:22 აჯობა. მეორე ჯგუფში სტუმრებმა მასპინძლები მშრალზე დატოვეს და პრემიალური ქულებიც ჩაიწერეს - ქუთაისის „აია 1“-მა წყალტუბოს „დინოზავრებს“ 67:0, ხოლო თბილისის „ლელო 1“-მა დედაქალაქურ დერბიში „არმაზს“ 47:0 მოუგო.

შუა დივიზიონში ასევე 8 გუნდი თამაშობს და ისინიც ორ 4-გუნდა ჯგუფში არიან განაწილებული. ერთ ჯგუფში თბილისის „ხულიგანამ“ ჭიათურის „იმერეთს“ 36:7, ხოლო მეორე ჯგუფში თბილისის „აკადემიამ“ „ლოკომოტიბს“ 27:7 მოუგო. ორივე გამარჯვებულმა პრემიალური ქულა ჩაიწერა. დღეს პირველ ჯგუფში „აია 4“ „ხვამლს“, ხოლო მეორეში „აია 5“ ხაშურის „ლეგიონს“ შეხვდება.

მესამე დივიზიონში, სანუგეშო ტურნირში გუნდები რეგიონების მიხედვით არიან დაყოფილი. აღმოსავლეთში IX-XXII ადგილები, ხოლო დასავლეთში IX-XVIII ადგილები გათამაშდება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.090853