საფრანგეთი პრო დ2

12:50 | 1.09.2016 | ნანახია 2200 - ჯერ

დათუნაშვილი და ხატიაშვილი „პერპინიენთან“ იწყებენ

დღეს საღამოს, თბილისის დროით 22:45 საათზე საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონის, პრო დ2-ის მეორე ტური ერთი თამაშით გაიხსნება.

ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და გიორგი შარაშიძუს „ორიაკი“ „პერპინიენს“ მასპინძლონს. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში არიან მეორეხაზელი დათუნაშვილი და ბურჯი ხატიაშვილი. ცნობილია, რომ შუამარბმა შარიქაძემ კოჭის ტრავმა მოიშუშა, თუმცა მწვრთნელები არ რისკავენ და ის ამ თამაშს ამის გამო ტოვებს.

პირველ ტურში „ორიაკი“ მინიმალურად, 19:20 დამარცხდა „დაქსთან“, ხოლო „პერპინიენმა“ „მონ დე მარსანს“ 19:16 სძლია.

თამაშის ხილვა სავარაუდოდ ამ მისამართზე იქნება შესაძლებელი:

http://www.sportingvideo.org/20160831/vv57c5fa4650bd16.63020589-1410453.html

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.07849