ამბები

11:55 | 1.09.2016 | ნანახია 4590 - ჯერ

პოგბას ტრანსფერი = „მსოფლიო რაგბის“ 1,8 წლის ბიუჯეტს

დღეს პირველი სექტემბერია და ფეხბურთელთა სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად დაიხურა. მისი მთავარი მოვლენა 23 წლის პოლ პოგბას ტურინის „იუვენტუსიდან“ ინგლისის „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნება გახდა.

ტრანსფერი სეროკრდოა და 105 მილიონი ევრო შეადგინა. შედარებისთვის, 2015 წელს „მსოფლიო რაგბის“ ბიუჯეტმა 62 მილიონი ევრო იყო, ანუ ერთი ფეხბურთელის ტრანსფერის ღირებულება ამ ორგანიზაციის 1,8 წლის ბიუჯეტის ტოლია.

იმ თანხად, რომელიც „წითელმა ეშმაკებმა“ პოგბას სანაცვლოდ გადაიხადეს, შესაძლებელი იქნებოდა 5 ათასი სამოყვარულო კლუბის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და 600 ათასი კვალიფიციური მსაჯის აღზრდა. 105 მილიონად „მსოფლიო რაგბიში“ შემავალი ყველა, 102 წევრი მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას მიიღებდა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:26 | 01.09.2016
მებრძოლი ლაზი (124)

დაიმახსოვრეთ, ინანებენ მანჩესტერელები ამდენის გადაყრას პოგბაში

18:26 | 02.09.2016
deqstera (86)

მანჩესტერს ჭირდებოდა პოგბა, პლიუს პოგბას ტრანსფერამდე ოფიციალურად გაცხადდა რომ მანჩესტერმა მარტო იბრას მაისურებიდან 75 მილიონზე მეტი იშოვა, ასე რომ პოგბას ფასს თვითონ პოგბა მაქსიმუმ ორ კვირაში ამოიღებდა

15:55 | 01.09.2016
dinamo222 (692)

ეს უკვე იდიოტობაა პოგბა თუ ამდენი ღირს მესი რამდენი ეღირება !!!

0.081101