ინგლისის პრემიერშიპის თავკაცმა მარკ მაკკაფერტიმ 2017 წლისთვის „ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების“ კალენდარი გააკრიტიკა.
„ასეთი გრაფიკი ნამდვილი სასჯელია. არ მესმის რატომ დაამტკიცეს. ათი თამაში ასეთ მოკლე პერიოდში ძალიან ბევრია. წარმოუდგენელია მსგავსი გრაფიკი მოთამაშეების მდგომარეობაზე არ აისახოს, რომლებმაც კლუბებისთვის უნდა ითამაშონ.
„ლომები“ უმნიშვნელოვანესია ჩვენი ეკონომიკისთვის. ესაა საოცარი ბრენდი, რომელიც უდიდეს ყურადღებას იწვევს, განსაკუთრებით სამხრეთ ნახევარსფეროში. ტურნეს გამართვა აუცილებელია, ოღონდ არა ასეთ ფორმატში. მორაგბეებს უნდა ჰქონდეთ საშუალება სრულად დაიხარჯონ, ასეთი კალენდარით კი, ეს შეუძლებელია. ახლა ვეღარაფერს შევცვლით, თუმცა სამომავლოდ ხელმძღვანელებმა სპორტსმენების ბედზე უნდა იფიქრონ“ - ამბობს მაკკაფერტი.
„ლომების“ 2017 წლის ტურნე 3 ივნისს დაიწყება და 8 ივლისამდე გაგრძელდება, ანუ გუნდს 10 თამაშის ჩატარება 36 დღეში მოუწევს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია