“ბორჯღალოსანი” ლაშა ლომიძე, რომელიც საფრანგეთში პრო დე 2-ის “ბეზიეში” ასპარეზობს, მომავალი სეზონიდან ტოპ 14-ის “მონპელიეში” ითამაშებს. მან ახლახანს კლუბთან წინასწარი კონტრაქტი გააფორმა და 2017-18 წლის სეზონიდან შეუერთდება გუნდს. ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური იტყობინება.
ლომიძე საფრანგეთში 2012 წელს გადაბარგდა და “მონპელიეს” ესპუართა (დუბლიორთა შემადგენლობა) გუნდში ირჯებოდა, ხოლო 2014 წლიდან “ბეზიეში” პირველ გუნდში თამაშობს.
ახლახანს, სამედიცინო ჯოკრის სტატუსით “მონპელიეში” კიდევ ერთი ქართველი, გაგი ბაზაძე გადაბარგდა “ლა როშელიდან”. ბაზაძემაც ლომიძის მსგავსად ფრანგული საკლუბო კარიერა “მონპელიეს” ესპუარებში დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად “მონპელიეში” “ბორჯღალოსნები” მიხეილ ნარიაშვილი, დუდუ ქუბრიაშვილი და კოტე მიქაუტაძეც თამაშობენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აბა შენ იცი
ვააუ რა მაგარი ამბავია.. ჩვენი მესამეხაზელი ტოპ 14 ში.. ბომბა ტრანსფერიც ამას ქვია.. წარმატებები ლაშა !
უი. მომავალი სეზონიდანო.. ეგ არაფერი უცბად გაივლის დრო !
ლაშას ძალიან მეიმედება..დიდ დონეს გაქაჩავს..
ძალიან კარგია, შემდეგი მსოფლიოსთვის უმაღლეს დონეზე უნდა შეხვდნენ მიქაუტაძე-ლომიძე....