საფრანგეთი პრო დ2

11:45 | 30.08.2016 | ნანახია 2781 - ჯერ

შარიქაძე მწყობრშია, ექიმები თავს იზღვევენ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ორიაკის“ შუამარბმა მერაბ შარიქაძემ პრო დ2-ის ახალი სეზონის სასტარტო მატჩი გამოტოვა. ის „დაქსთან“ განაცხადშიც არ იყო, რამაც რაგბის ქართველი ქომაგი საგონებელში ჩააგდო.

გაირკვა, რომ „ბუკა“ მომდევნო მატჩსაც გამოტოვებს და 1 სექტემბერს „პერპინიენის“ წინააღმდეგ არ ითამაშებს, თუმცა მხოლოდ თავის დაზღვევის მიზნით და მომდევნო კვირიდან მოედანზე ვიხილავთ.

„სეზონის მოსამზადებელ ეტაპზე, „კასტრთან“ გამართული ამხანაგური მატჩისას კოჭი დავიზიანე და პირველ ტურში ამის გამო ვერ ვითამაშე. ახლა უკვე კარგად ვარ, თუმცა მწვრთნელებისა და ექიმების გადაწყვეტილებით, თავის დაზღვევის მიზნით, არც „პერპინიენის“ წინააღმდეგ ვითამაშებ და მომდევნო კვირიდან 100% მზად ვიქნები“ - გვითხრა 23 წლის შარიქაძემ.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:13 | 30.08.2016
BEERTRANCE (1073)

წარმატებები მერაბ, იმედია მაგარი სეზონი გექნება.

0.078007