4 ერი

10:59 | 30.08.2016 | ნანახია 3233 - ჯერ

„ისევ გვისმენენ“ ზელანდიურად

ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ, ნაკრების ოთახებში მოსასმენი აპარატურის აღმოჩენის საკითხი გამოსაძიებლად პოლიციას გადასცა.

საქმე ეხება 20 აგვისტოს, სიდნეიში გამართული მატჩის წინ მომხდარ ფაქტს. სიდნეის სასტუმროში, მორაგბეთა ოთახებსა და საკონფერენციო დარბაზში მოსასმენი აპარატურა იყო დამონტაჟებული. პასუხად, „ოლ ბლექსმა“ მეტოქეს მოედანზე შავი დღე აყარა და 42:8 გაანადგურა, თუმცა ავსტრალიელები ირწმუნებიან, ამ ამბავთან შეხება არ გვაქვსო.

„ყველა არსებული ფაქტი პოლიციას გადავეცით და გვსურს, რომ სამართალდამცავებმა გამოძიება ჩაატარონ. არ გვაქვს რაიმე ბოროტი ჩანაფიქრი, უბრალუდ, გვსურს სიმართლე გაირკვეს. ახლა ვერ გეტყვით ეს აპარატურა კონკრეტულად ჩვენს მოსასმენად იყო დამონტაჟებული და თუ ის მანამდე, სხვა მიზნით დააყენეს.

სპეკულაციას და მკითხაობას აზრი არა აქვს, მაგრამ ისიც უნდა გავითავისოთ, რომ პროფესიონალური სპორტი დიდი ბიზნესია. უამრავ ადამიანს სურს გაიგოს რა ხდება რაგბიში მოედანს მიღმა. მსგავსი სიტუაციების თავიდან აცილების მიზნით, სამომავლოდ უსაფრთხოების ნორმებს გავაძლიერებთ“ - აცხადებს ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის ხელმძღვანელი სტივ ტიუ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოლიციის ვერდიქტი კვირის ბოლომდე უნდა გახდეს ცნობილი.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:14 | 30.08.2016
BEERTRANCE (1073)

მოუსმინე ამათ სქემებს და ტაქტიკას რამდენიც გინდა. მაინც გადაუვლიან ნებისმიერს.

0.132288