„რაგბი ჩემპიონშიპის“ მეორე ტურში, საფინალო სასტვენამდე ორი წუთით ადრე სანტიაგო გონსალეს იგლესიასის მიერ გატანილი ჯარიმის წყალობით, არგენტინამ სალტაში სამხრეთ აფრიკა 26:24 დაამარცხა და ეს მის რეიტინგზეც აისახა.
თამაში არგენტინამ უკეთ ჩაატარა, მაგრამ ზედიზედ მეორე კვირაში, დასკვნით წუთებში 10-ქულიანი უპირატესობა გაანიავა. თუმცა, განსხვავებით ერთი კვირის წინანდელი მატჩისა, მათ ძალების მობილიზება და გამარჯვების მოპოვება მოახერხეს. შედეგად, „პუმებმა“ რეიტინგში შოტლანდია და საფრანგეთი ჩამოიტოვა, ხოლო მე-6 ადგილზე მყოფ ირლანდიას მეათედებით ჩამორჩებიან.
სამხრეთ აფრიკა რეიტინგში მესამე ადგილზე რჩება, თუმცა ახლა მას ინგლისი უკვე ოთხზე მეტი ქულით უსწრებს. „რაგბი ჩემპიონშიპის“ მეორე რაუნდის მეორე მატჩში, ახალმა ზელანდიამ ავსტრალია კვლავ უშანსოდ დაამარცხა - 29:9, თუმცა ამ შედეგს სარეიტინგო ქულებზე არ უმოქმედია და ყველაფერი ძველებურად რჩება. „ოლ ბლექსი“ პირველ ადგილზეა და მდევარს თითქმის 7 ქულით უსწრებს. მეოთხეა ავსტრალია, რომელიც ზედიზედ მეექვსე შეხვედრაში დამარცხდა - სამჯერ ახალ ზელანდიასთან და სამჯერ ინგლისთან.
მოწინავე 30-ში კიდევ ერთი ცვლილებაა. კენიამ ნაირობიში ჰონკონგი 34:10 დაამარცხა, ორი ადგილით დაწინაურდა და ისტორიულ მაქსიმუმს, 22-ე ადგილს უწია.
მსოფლიო რაგბის რეიტინგი. 29 აგვისტოსთვის
1 (1). ახალი ზელანდია 96,30
2 (2). ინგლისი 89,49
3 (3). სამხრეთ აფრიკა 85,08
4 (4). ავსტრალია 84,23
5 (5). უელსი 82,49
6 (6). ირლანდია 81,67
7 (9). არგენტინა 81,44
8 (7). საფრანგეთი 80,75
9 (8). შოტლანდია 80,44
10 (10). ფიჯი 75,49
11 (11). საქართველო 75,23
12 (12). იაპონია 74,95
13 (13). იტალია 72,23
14 (14). სამოა 71,37
15 (15). ტონგა 69,47
16 (16). რუმინეთი 68,74
17 (17). აშშ 65,60
18 (18). კანადა 64,53
19 (19). ურუგვაი 63,56
20 (20). ნამიბია 62,78
21 (21). რუსეთი 61,91
22 (24). კენია 59,28
23 (23). ესპანეთი 58,79
24 (25). ბელგია 57,94
25 (22). ჰონკონგი 57,84
26 (26). გერმანია 57,71
27 (27). უკრაინა 56,95
28 (28). ჩილე 55,73
29 (29). კორეა 54,85
30 (30). პორტუგალია 54,29
...
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია