ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის ყოფილი თავკაცი დევიდ მოფეტი თვლის, რომ SANZAAR-ი ვალდებულია „სუპერ რაგბიში“ მონაწილე გუნდების რაოდენობა შეამციროს.
„ვიცი, რომ „სუპერ რაგბის“ მომავალთან დაკავშირებით ჩემი შეხედულებები ახალ ზელანდიაში გაზიარებული არ იქნება, მაგრამ საუბარია სამხრეთ ნახევარსფეროში რაგბის მომავალზე. თუ SANZAAR-ი გუნდების რაოდენობას არ შეამცირებს, „სუპერ რაგბი“ ხუთ წელიწადში მოკვდება. ტურნირის ხელმძღვანელობას სხვა არჩევანი არა აქვს. მან გამოსცადა ტურნირის საზღვრების გაფართოება და უკვე ცხადია, რომ მან არ გაამართლა. SANZAAR-ის პრობლემა ისაა, რომ ის რაგბის განვითარებაზე ფიქრობს, რაც მისი საქმე არაა. წესით, მათი მთავარი ამოცანა შინაური საქმეების მიხედვა უნდა იყოს. ამ რაოდენობის ფრანშიზებისთვის საკმარისი ნიჭიერი მორაგბეები არ არიან“ - ამბობს მოფეტი, რომელიც მიიჩნევს, რომ აუცილებელია ტურნირი უწინდებურად 12 გუნდამდე შემცირდეს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მაღალი დონის თამაშები თუ არ იქნა, ეგ ნიჭიერი მოთამაშეები როგორ უნდა აღიზარდონ.