ავსტრალიის ნაკრების უკანახაზელმა მეთ გიტომ არ გამორიცხა, რომ ერთი კვირის წინ ახალ ზელანდიასთან გამართული მატჩი მისთვის უკანასკნელი იყო საერთაშორისო არენაზე.
„ტულონის“ უკანახაზელმა, რომელსაც 29 სექტემბერს 34 წელი უსრულდება, 20 აგვისტოს „ოლ ბლექსთან“ 8:42 წაგებული შეხვედრის დებიუტში ტერფი მოიტეხა და მკურნალობას 4 თვე დაჭირდება.
„ამაზე ბევრს არ ვფიქრობ. ავსტრალიური რაგბი განვითარების ბრწყინვალე ეტაპზეა და ქვეყანაში მრავლად არიან ნიჭიერი ახალგაზრდა მორაგბეები. „უოლაბების“ მაისურით, ბოლო ორი თამაში იმ დონეზე ვერ ჩავატარე, როგორც მსურდა, თუმცა მათ არაფერში გავცვლიდი. შესაძლოა, ჩემი ტრავმა ნიშანია, რომ წასვლის დრო მოვიდა, ოღონდ, არა სამუდამოდ. მოხარული ვიქნები, თუ მომავალში ნაკრებში კვლავ დავბრუნდები, მაგალითად კონსულტანტის რანგში. ახლა კი, ჩემი მთავარი ამოცანა დროული რეაბილიტაცია და მოედანზე რაც შეიძლება მალე დაბრუნებაა“ - ამბობს გიტო, რომლის ანგარიშზე 103 კეპი და 698 ქულაა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია