დღეს საღამოს, თბილისის დროით 18:15 საათზე საფრანგეთის პირველი ელიტარული დივიზიონის მეორე ტურის ცენტრალური შეხვედრა დაიწყება.
მიხეილ ნარიაშვილის, დუდუ ქუბრიაშვილის, კოტე მიქაუტაძისა და გაგი ბაზაძის „მონპელიე“ დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის „კლერმონს“ მასპინძლობს. რაგბის ქართველი გულშემატკივრისთვის შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან პირველივე წუთებიდან შერკინებებში ერთმანეთის პირისპირ იდგებიან ქართველი ბურჯები - ნარიაშვილი და ზირაქაშვილი.
„მონპელიეს“ სასტარტო შემადგენლობაში არიან კიდევ ერთი ბურჯი ქუბრიაშვილი და მეორეხაზელი მიქაუტაძე. ამჯერად განაცხადში არ არიან ბაზაძე და კოლელიშვილი. ამ უკანასკნელმა პირველ ტურში „ლა როშელის“ წინააღმდეგ სრულად ითამაშა.
თამაშის ხილვის საშუალება სთრიმების მეშვეობით უნდა იყოს შესაძლებელი:
http://www.vipleague.tv/rugby/410981/1/montpellier-herault-rc-vs-clermont-live-stream-online.html
http://www.sportingvideo.org/20160826/vv57c05694746f59.57685322-1408228.html
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია