ზე-18

15:16 | 28.08.2016 | ნანახია 3124 - ჯერ

ბრეტ პაპვორტი: „ავსტრალიამ „სუპერ რაგბი“ უნდა დატოვოს“

ავსტრალიის ნაკრების უკანახაზელი გასული საუკუნის 80-იან წლებში ბრეტ პაპვორტი, რომელიც ამჟამად სპორტულ კომენტატორად მუშაობს მიიჩნევს, რომ ქვეყნის რაგბის კავშირმა რადიკალური ნაბიჯები უნდა გადადგას.

მისი თქმით, პროფესიული რაგბის განვითარებისთვის უზარმაზარი თანხა სულ ტყუილად იხარჯება, ავსტრალიამ „სუპერ რაგბი“ უნდა დატოვოს და მეტი ყურადღება ახალგაზრდების განვითარებაზე და მოყვარულებზე გადაიტანოს.

„ავსტრალიაში პროფესიული რაგბის დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება, მაგრამ რაში ვხარჯავთ ფულს? იმაში, რომ „ოლ ბლექსთან“ 8:42 წავაგოთ? ყოველწლიურად, საქმე უკან და უკან მიდის. უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში ავსტრალიის რაგბის კავშირმა 777 მილიონი ავსტრალიური დოლარი დახარჯა და თითქმის სრულად, ეს თანხა პროფესიული რაგბის განვითარებისკენ წავიდა. ამ დროს მოყვარულები საკუთარი სახსრებით ირჩენენ თავს.

რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, „სუპერ რაგბი“ უნდა დავტოვოთ. ავსტრალიამ ახალგაზრდებზე, პირამიდის ქვედა დონეზე უნდა იზრუნოს. უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, ჩვენი გუნდი ერთხელაც ვერ გავიდა 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში. თუ არ მიექცევა ყურადღება სამოყვარულო და ბავშვთა რაგბის, პროფესიონალები შევსებას ვერ მიიღებენ და ეს სრულ კატასტროფამდე მიგვიყვანს“ - ამბობს პაპვორტი.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084652