ზე-18

19:32 | 7.04.2016 | ნანახია 1886 - ჯერ

იაპონელებში დიდი ცვლილებებია

სუპერ რაგბის დებიუტანტმა იაპონურმა „სანვულვზმა“ ტურნირში უკვე ხუთი მატჩი გამართა, თუმცა გამარჯვება ჯერ არ დაუგემოვნებია. დებიუტანტის კვალობაზე იაპონელები ცუდად არ თამაშობენ, რამდენჯერმე ძალიან ახლოს იყვნენ ისტორიულ გამარჯვებასთან, მაგრამ გამოცდილება არ ეყოთ.

ხვალ, 8 აპრილს, იაპონური გუნდი სამხრეთ აფრიკაში „სტორმერსს“ ეთამაშება. აფრიკელები ძალიან კარგ ფორმაში არიან, მათ ხუთიდან ოთხი მატჩი მოიგეს და ცხრილში მეორე ადგილზე არიან. ამიტომაც ძნელი წარმოსადგენია „სანვულვზმა“ პირველი გამარჯვება ხვალინდელ მატჩში იზეიმოს.

იაპონელთა ახალზელანდიელმა თავკაცმა მარკ ჰამეტმა წინა მატჩთან შედარებით, რომელიც „სანვულვზმა“ „კინგსთან“ წააგო, შემადგენლობაში ერთბაშად შვიდი ცვლილება შეიტანა. ჰამეტმა შემდეგი ახალი მოთამაშეები შეიყვანა სასტარტო სიაში: დერეკ კარპენტერი (12), მაპიფოსეტი პაეა (13), იუკი იატომი (9), ტაკუმა ასაჰარა (3), მასატაკა მიკამი (1), შინია მაკაბე (4), ტომას ლეონარდი (8).

მატჩი ხვალ, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076319