ამბები

16:00 | 27.08.2016 | ნანახია 1990 - ჯერ

ევროპელი სპეციალისტების თბილისური წვრთნა

22-26 აგვისტოს შევარდენის სანაკრებო ბაზამ მსოფლიო რაგბისა და რაგბი ევროპის ორგანიზებით ტრენერებისა და ედუკატორების კურსს უმსაპინძლა, რომელშიც რაგბი ევროპის წევრი კავშირების წარმომადგენლებმა კვალიფიკაციის ასამაღლებლად მიიღეს მონაწილეობა. 8 მათგანმა ტრეინერის, ხოლო 14-მა ედუკატორის კურსი გაიარა.

საგანმანათებლო კურსის მიზანი რაგბი ევროპის წევრი კავშირებისთვის ტრეინერებისა და ედუკატორების მომზადება იყო, რომლებიც თავის მხრივ მწვრთნელებს, მაწრთობებსა და მსაჯებს მოამზადებენ. პროგრამა თეორიულ და პრაქტიკულ მეცადიონეობებს მოიცავდა, რომლებიც10 წუთიან მცირე სავარჯიშოებისგან შედგებოდა და მათ 4-5 კაციანი გუნდი ასრულებდა.

კურსს ევროპაში მსოფლიო რაგბის ტრეინინგ-მენეჯერი დანიელ მიტრეა ხელმძღვანელობდა. მის გარდა სასწავლო პროცესს უძღვებოდნენ: მსოფლიო რაგბის სერთიფიცირებული ტრეინერები შონ მელონი, ხოსე გოროტასეგი და გიორგი ჭუმბურიძე. განსაკუთრებით აღსანიშნავია კურსში მსოფლიო სპორტის აკადემიის სარაგბო განყოფილების დირექტორის საიმონ ჯოუნზის(ფოტოზე) მონაწილეობა, რომელიც მსოფლიოს უმაღლესი დონის ტრეინერია და ამ კურსის მონაწილეთა მომზადების დონეს აფასებდა.

„ყველა ჩამოსული სპეციალისტი აღნიშნავს, რომ საქართველოში ძალიან წარმატებული სემინარი ჩატარდა. ძალიან მოეწონათ აქაური ინფრასტრუქტურა და ქართველი სპეციალისტების მომზადების დონე. კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ საქართველო და კერძოდ, თბილისი შესაძლოა გადაიქცეს სარაგბო მომზადების რეგიონულ ცენტრად. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს შესაძებლობა მოვამზადოთ არა მხოლოდ ქართველი სპეციალისტები, არამედ მეზობელი და სხვა ქვეყნების სპეციალისტებიც. ეს კიდევ უფრო გაზრდის ქართული რაგბის პრესტიჟს და კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას გაუწევს საქართველოში რაგბს.“ - აღნიშნა გიორგი ჭუმბურიძემ.

საქართველოს რაგბის კავშირი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:13 | 28.08.2016
BEERTRANCE (1073)

იმედია ეს პირველი მერცხალია

0.083759