საფრანგეთი ტოპ-14

13:38 | 27.08.2016 | ნანახია 2879 - ჯერ

ტოპ 14: ოთხნი სასტარტოში [+სთრიმები]

დღეს საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ის მეორე ტურის ექვსი შეხვედრა გაიმართება და რა თქმა უნდა, რაგბის ქართველ გულშემატკივარს ქართველი ლეგიონერების თამაშის ხილვის საშუალება ექნებათ.

ყველაზე ადრე, თბილისის დროით 16:45 საათზე მოედანზე „პო“ და მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავას და ბადრი ალხაზაშვილის „ტულონი“ გავა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაშია ჩილაჩავა, რომელიც ერთი კვირის წინ სათადარიგო იყო, ხოლო გორგოძე თადარიგშია. შეგახსენებთ, წინა ტურში გორგოძე და ალხაზაშვილი ძირითადში იყვნენ. ბადრი ამჯერად განაცხადში არაა.

დავით ხინჩაგიშვილის „ბეიონი“ „კასტრს“ მასპინძლობს. ვეტერანი ქართველი ბურჯი სასტარტო შემადგენლობაშია და მატჩი 20:30 საათზე დაიწყება.

კარლენ ასიეშვილის, ვასილ ლობჟანიძისა და სოსო ბეკოშვილის „ბრივი“ ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის „სტად ფრანსეს“ დაუხვდება. თამაშს იწყებენ ორივე გუნდის მარცხენა ბურჯები - ასიეშვილი და ჟვანია, ხოლო ახალგაზრდა მორაგბეები განაცხადს მიღმა არიან.

კიდევ ერთი ბურჯის, ლექსო ყაულაშვილის „ლა როშელი“ სტუმრად ეთამაშება „გრენობლს“. ქართველი განაცხადში არაა.

ქვეყნის ჩემპიონი „რასინგი“ ზაზა ნავროზაშვილისა და გიორგი ჯავახიას „ლიონს“ დაუხვდება. ცნობილი მიზეზების გამო, სტუმართა განაცხადში ქართველები არ არიან.

მუხლი აწუხებს და განაცხადში არაა ვასილ კაკოვინი, რომლის „ტულუზი“ „ბორდოს“ 22:45 საათიდან მასპინძლობს. ეს თამაში დღეს ყველაზე გვიან, 22:45 საათზე იწყება.

ტურის ცენტრალურ მატჩში მიხეილ ნარიაშვილის, დუდუ ქუბრიაშვილის, კოტე მიქაუტაძისა და გაგი ბაზაძის „მონპელიე“, დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის „კლერმონს“ ხვალ ეთამაშება. განაცხადები ჯერჯერობით უცნობია.

საფრანგეთი. ტოპ 14. II ტური

პო - ტულონი [16:45 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/410975/1/section-paloise-vs-rc-toulonnais-live-stream-online.html

http://www.sportingvideo.org/20160826/vv57bf5e80c7d420.16606706-1405770.html

ბეიონი - კასტრი [20:30 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/410976/1/aviron-bayonnais-vs-castres-olympique-live-stream-online.html

http://www.sportingvideo.org/20160826/vv57bf621a76bb71.93198255-1405952.html

ბრივი - სტად ფრანსე [20:30 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/410977/1/ca-brive-vs-stade-francais-paris-live-stream-online.html

http://www.sportingvideo.org/20160826/vv57bf62247240a0.70650043-1405954.html

გრენობლი - ლა როშელი [20:30 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/410978/1/grenoble-fc-vs-la-rochelle-live-stream-online.html

http://www.sportingvideo.org/20160826/vv57bf621219b0d7.25769852-1405950.html

რასინგი - ლიონი [20:30 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/410979/1/racing-92-vs-lyon-live-stream-online.html

http://www.sportingvideo.org/20160826/vv57bf622f2c8fd4.24643658-1405956.html

ტულუზი - ბორდო [22:45 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/410980/1/stade-toulousain-vs-bordeaux-begles-live-stream-online.html

http://www.sportingvideo.org/20160826/vv57bf622089e205.88523604-1405953.html

http://www.sportingvideo.org/20160826/vv57c024466f2bf4.23292472-1407335.html

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.09349