საფრანგეთი პრო დ2

18:54 | 26.08.2016 | ნანახია 1981 - ჯერ

პრო დ2-ს დღეს 6 ქართველი იწყებს [+სთრიმი]

საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დ2-ში დღეს საღამოს ექვსი თამაში გაიმართება. ბექა გორგაძის შემდეგ, გათამაშებაში კიდევ ექვსი ქართველი ლეგიონერი ჩაებმება.

თბილისის დროით 22 საათზე იწყება ხუთი თამაში. ელიზბარ ყუფარაძის „დაქსი“ ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და გიორგი შარაშიძის „ორიაკს“ მასპინძლობს. მატჩში მონაწილეობას მხოლოდ ორი ქართველი მიიღებს - მეორეხაზელი დათუნაშვილი სასტარტო 15-ეულშია, ხოლო ყუფარაძე თადარიგში.

პრო დ2-ში აღზევებული ვახტანგ მაისურაძისა და არჩილ ბეჟიაშვილის „ვანი“ „მონტობანს“ ქართველი ლეგიონერების გარეშე მიიღებს.

ფედერალ 1-იდან დაწინაურებული კიდევ ერთი გუნდი, შალვა სუთიაშვილისა და ლაშა თავბერიძის „ანგულემი“,ტოპ 14-იდან დაქვეითებულ ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ვეფხვაძის „უიონას“ სტუმრად ეთამაშება. მასპინძელთა თადარიგშია ბურჯი ვეფხვაძე, ხოლო საქართველოს ნაკრების კაპიტანი სუთიაშვილი და ასევე მესამეხაზელი თავბერიძე მოედანზე პირველივე წუთებიდან იქნებიან.

ბექა შეყლაშვილის „ალბი“ გიორგი ნაცარაშვილის „კარკასონს“ მასპინძლობს. ქართველებს მოედანზე ვერ ვიხილავთ.

რუმინეთის ნაკრების კვაჭის, ოთარ ტურაშვილის „კოლომიე“ სტუმრად „ბურგუენს“ შეხვდება და ქართველი თადარიგშია.

22:30 საათზე იწყება „ბიარიცისა“ და „ნარბონის“ შეხვედრა. ვეტერანი ბურჯი ტარიელ რატიანიძე სასტარტო შემადგენლობაშია, ხოლო შაკო ოდიშარია განაცხადში არაა.

კვირას, 28 აგვისტოს, პრო დ2-ის ტურის დასკვნით შეხვედრაში ლაშა ლომიძის „ბეზიე“ ტოპ 14-იდან დაქვეითებულ თამაზ მჭედლიძის, გიორგი თეთრაშვილის, ვახტანგ ახობაძისა და გიორგი მარგველანის „აჟენს“ დაუხვდება. შემადგენლობები ჯერჯერობით უცნობია.

26 აგვისტო

დაქსი - ორიაკი [22:00 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/410972/1/us-dax-vs-aurillac-live-stream-online.html

ვანი - მონტობანი [22:00 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/410973/1/vannes-vs-us-montauban-live-stream-online.html

უიონა - ანგულემი [22:00 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/410971/1/union-sportive-oyonnax-vs-angouleme-live-stream-online.html

ალბი - კარკასონი [22:00 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/410969/1/albi-vs-carcassonnaise-live-stream-online.html

ბურგუენი - კოლომიე [22:00 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/410969/1/albi-vs-carcassonnaise-live-stream-online.html

ბიარიცი - ნარბონი [22:30 საათი]

http://www.vipleague.tv/rugby/410974/1/biarritz-olympique-vs-narbonne-live-stream-online.html

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082373