სხვა

16:42 | 26.08.2016 | ნანახია 1984 - ჯერ

სამი ქართველი რუმინეთის ცენტრალურ მატჩში [+სთრიმი]

დღეს საღამოს, თბილისის დროით 18 საათზე ბუქარესტში, „გენჩაზე“ რუმინეთის სუპერ-ლიგის ცენტრალური შეხვედრა დაიწყება, რომელშიც „სტიაუა“ „ბაია მარეს“ უმასპინძლებს.

„სტიაუას“ სასტარტო შემადგენლობაში არიან კვაჭი ლევან გენებაშვილი და მეორეხაზელი მიხეილ არჩუაშვილი, ხოლო „ბაია მარეს“ რიგებში თამაშს იწყებს გუნდის კაპიტანი, 9 ნომერი ბიძინა სამხარაძე. სტუმართა განაცხადში არაა კვაჭი იური ნატრიაშვილი. ამ თამაშის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა შემდეგ მისამართზე იქნება შესაძლებელი:

http://www.rugbytv.ro/2016/08/26/superliga-2016-2017-26-august-ora-1700-csa-steaua-stiinta-baia-mare.html

სუპერ ლიგის ოთხი ტურის შემდეგ, 4 თამაშიდან 15 ქულით პირველ ადგილზე „სტიაუაა“, ხოლო „ბაია მარე“ სამი თამაშიდან 11 ქულით მეორეა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083561