ბორჯღალოსნები

18:34 | 7.04.2016 | ნანახია 1441 - ჯერ

20-წლამდელების წინა სატურნირო შეკრება

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატამდე ზუსტად 2 თვე რჩება. წელს ტურნირი 7-25 ივნისს მანჩესტერში გაიმართება, რომელშიც ქართული რაგბის ისტორიაში პირველად, მსოფლიოს 12 ელიტარულ ახალგაზრდულ ნაკრებს შორის უმცროსი ბორჯღალოსნები იასპარეზებენ.

20-წლამდელებმა ტურნირში მონაწილეობის უფლება შარშან, ლისაბონში მსოფლიო რაგბის ალაფაში გამარჯვებით მოიპოვეს. შარშანვე გახდა ცნობილი, რომ გაისად, 2017 წელს ამ ტურნირს, რომელიც კაცთა მსოფლიო თასის შემდეგ რანგით მეორეა, საქართველო უმასპინძლებს.

ეს ყველაფერი ახალი გამოწვევაა ქართული რაგბისთვის და შესაბამისად პირველი ნაბიჯი წლევანდელ ტურნირზე მონაწილეობაა, სადაც ჯგუში საკმაოდ ძლიერ მეტოქეებს, ახალ ზელანდიას, ირლანდიასა და უელსს ვერკინებით.

ჯგუფური ეტაპის მატჩების განრიგი:

7 ივნისი - ახ. ზელანდია - საქართველო;

11 ივნისი - უელსი - საქართველო;

15 ივნისი - ირლანდია - საქართველო;

ტურნირისთვის მზადება 20-წლამდელებმა ჯერ კიდევ შარშან დაიწყეს. ალაფის მსგავსად, სამწვრთნელო შტაბმა ნაკრები ჯერ მენტალური გამძლეობის კურსისთვის შეკრიბა. კურსი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით რეინჯერთა მომზადების ცენტრში გაიმართა - ძალა, ღონე, შერკინება და ხელდახელ თამაში აუცილებელია, მაგრამ რთულ მატჩში, როდესაც მეტოქე წნეხის ქვეშ გამყოფებს, უმნიშვნელოვანესია გუნდმა თავდაჯერებულობა არ დაკარგოს, ამ წნეხს გაუძლოს და თამაში თავის სასარგებლოდ მოატრიალოს. ამის განსახორციელებლად მარტო ძალ-ღონე და უნარები არაა საკმარისი - აქ თითოელმა მორაგბემ სიმტკიცე, გამძლეობა და დავდაჯერებულობა - მენტალური მდგრადობა უნდა გამოიმუშავოს.

მენტალური მდგრადობის კურსის შემდეგ ნაკრებმა კიდევ სამი მოკლე შეკრება განვლო საქართველოში და ტურნირის მთავარ მოსამზადებელ ეტაპამდე სამხრეთ ამერიკულ ტურნეში გაემგზავრა. ამ ტურნეს ჩატარების შესახებ 2015 წლის მსოფლიო თასის მსვლელობისას საქართველოს, არგენტინისა და ურუგვაის რაგბის კავშირების პრეზიდენტებმა მოილაპარაკეს, რომელსაც ჩვენი სამწვრთნელო შტაბი მსოფლიოსთვის მოსამზადებელ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპად განიხილავდა.

20-წლამდელები სამხრეთ ამერიკაში თებერვალში გაემგზავრნენ და ორ-ორი მატჩი არგენტინისა და ურუგვაის თანატოლთა ნაკრებებთან გამართეს. პირველ ორი შეხვედრა არგენტინელბთან დავთმეთ. მესამე და მეოთხე მატჩში უმცროსი ბორჯღალოსნები ურუგვაის ეთამაშნენ. პირველ მატჩში მასპინძლებმა გვძლიეს, ხოლო მეორეში გავიმარჯვეთ.

სამწვრთნელო შტაბმა ვოიაჟი მთლიანობაში დადებითად შეაფასა. უმცროს ბორჯღალოსანთა ერთ-ერთი მწვრთნელის, ზურა ამონაშვილის განცხადებით სერია ძალზე მნიშვნელოვანი იყო გუნდის მშენებლობისათვის, ვინაიდან ამ შემდაგენლობით 20-წლამდელებს ერთად ბევრი არ უთამაშიათ.

„მთლიანობაში ძალიან სასარგებლო და საჭირო ტურნე იყო. მიუხედავად ყველა სირთულისა ახლანდელი გუნდი (96-97 წელს დაბადებულები) ერთად დიდი ხანია არ ყოფილა. ფაქტიურად ორი სხვადასხვა თაობის გუნდია. იმას არ ვამბობთ, რომ რომელიმე მორაგბე ვინმეზე წინ ან უკანაა, მაგრამ წინა ნაკრები დიდხანს იყო ერთად და ბევრად უკეთ შეთამაშებული და „აშენებული“ გუნდი იყო - შესაბამისად ეს ტურნე გუნდის მშენებლობაში გვეხმარება.“ ურუგვაისთან გასამართი ბოლო მატჩის წინ განაცხადა ამონაშვილმა.

„ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ ზეწოლასა და წნეხში მოხდა, როგორც ინდივიდუალური, ასე გუნდური სისტემების გამოცდა. ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული თუ რისთვის ვემზადებით - მსოფლიოზე სუსტი მოწინააღმდეგე არ არსებობს. შესაბამისად ძლიერ მეტოქეებთან ყველაფრის გამოცდა ძალიან სასარგებლოა. ჩვენ ყველა მოთამაშეს მივეცით თამაშის და თავის გამოჩენის შესაძლებლობა ზეწოლის ქვეშ. გვინდა ვნახოთ რა „მასალისგან“ ვაშენებთ გუნდს.“

მზადების დასკვნითი ეტაპი

20-წლამდელები წინა სატურნირო მზადების დასკვნითი ეტაპისთვის შევარდენზე ხუთ კვირიანი შეკრებისთვის შევიდნენ. შეკრება ორ ნაწილად გაიმართება. გუნდი ჯერ ორ კვირას ივარჯიშებს და შემდეგ ერთ კვირას დაისვენებს. შემდეგი, სამ კვირიანი ეტაპი 1 მაისს დაიწყება, რომელიც 29 მაისამდე გასტანს.

სამწვრთნელო შტაბმა წინა სატურნიროდ 39 მორაგბეს უხმო. ნაკრები ჯერ სრული შემადგენლობით არაა წარმოდგენილი, ვინაიდან ზოგიერთ ლეგიონერს კლუბები ჯერ ვერ ელევიან. საქართველოში მოასპარეზე უმცროს ბორჯღალოსნებს დღეს კლერმონელი თორნიკე ზოიძე, ბორდოში მოასპარეზე ლაშა ტაბიძე და ბრივის მესამე ხაზელი გიორგი ცუცქირიძე შეურთდნენ. 25 აპრილს ნაკრებს კლერმონიდან ოთარ გიორგაძე და ნიკა ნეფარიძე, ხოლო სტად ფრანსედაბ გიორგი მელიქიძე შეუერთდებიან. ამ ეტაპზე ირკვევა, თუ როდის მოხერხდება ლიონის უკანახაზელ ლუკა იურინის ჩამოსვლა, ხოლო ასევე ლიონელი გიორგი ჯავახია და მონდემარსანის მესამეხაზელი ბექა გორგაძე, სავარაუდოდ პირდაპირ ტურნირზე ჩავლენ.

ლადო კილასონია (20-წლამდელების მწვრთნელი) გუნდის წინა სატურნირო მზადების დასკვნითი ეტაპის შესახებ:

„რადგან ეს ტურნირი მსოფლიო თასის შემდეგ რანგით მეორეა და ჩვენ გვყავს ისეთი სერიოზული მეტოქეები, როგორებიც არიან ახალი ზელანდია, უელსი და ირლანდია, სადაც ჩვენ ბურთი ალბათ ნაკლებად გვექნება და ჩვენი საბაზო უნარები არ იქნება მათ დონეზე, გადავწვიტეთ შეკრების ძირითადი ნაწილი ფიზ მომზადებას დავუთმოთ, რომელიც კომბინირებული იქნება სარაგბო უნარების ამაღლებასთან და გუნდური სისტემების გამართვასთან.

„ესეთი შეკრება ჩვენთვის პირველია, კარგია, რომ ირაკლი ჭყონია (უფროს ბორჯღალოსანთა ფიზ. მომზადების მწვრთნელი) ჩვენთან არის, რადგანაც მას გავლილი აქვს მსგავსი შეკრება ეროვნულთან და იცის რა და როგორ უნდა გავმართოთ. დავიწყებთ დღეიდან ძალიან სერიოზულ და რთულ მომზადებას და სამწვრთნელო შტაბი დარწმუნებულნი ვართ, რომ ამას კარგი შედეგი ექნება. ფაქტიურად ეროვნული ნაკრების ესტაფეტა ჩავიბარეთ, რასაც ორი მიზეზი აქვს - პირველი ის, რომ ვთამაშობთ ეროვნულის შემდეგ რანგით მეორე ტურნირს და მეტოქეები, 20 წლის უკვე პროფესიონალი მორაგბეები არიან, რომლებიც ან ზე 18-ს ან ევროპის უმღლეს ლიგებს თამაშობენ და მომავალ ვარკსვლავებად მოიაზრებიან. - მეორე არის ის, რომ ჩვენ როგორც 20-წლამდე ნაკრების მწვრთნელები, ვცდილობთ ეროვნულ ნაკრებს გავუზარდოთ კადრები. თუ ჩვენი მოთამაშეები შეჩვეულნი იქნებიან იმ სტილის ვარჯიშებს და ისეთ მომზადებას, რასაც ეროვნული გადის, ეს მათ მომავალში უფრო გაუადვილებს მუშაობას მაღალ დონეზე.

„როგორც ზემოთ ავღნიშნე, ხუთივე კვირა იქნება კომბინირებული ფიზ.მომზადებაზე, სარაგბო უნარებზე და გუნდურ სისტემაზე. წესით, რაც უფრო უახლოვდები ტურნირს ფიზ.მომზადების ვარჯიშების ინტენსივობა იკლებს და იმატებს სარაგბო ელემენტები, მაგრამ აქ ყველაფერი თანაბრად გვექნება. პირველი 2 კვირა ვარჯიშები გვექნება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დღეში სამჯერ და ხანაც ოთხჯერაც. შაბათ-კვირას ვისვენებთ. ორი კვირის შემდეგ ერთ კვირას დავისვენებთ. ამ დროს გუნდი მთლიანად მოწყდება რაგბს - ფიზიკურად და მენტალურად დაისვენებს. 2 და 3 კვირიანი შეკრების შემდეგ მოთამაშეები უნდა დაასვენო. შევხედავთ იმ მორაგბეებს, ვინც ტრავმირებულნი არიან და ნაკლებად გაივლიან ამ დატვირთვებს, შესაძლოა იმათ დასვენების დროს რაღაც დავალებები მიეცეთ.

„ჩვენთვის იდეალური შეკრება იქნებოდა 39 ჯანმრთელი მოთამაშე, ლეგიონერებიანად, რომლებიც 7 აპრილიდან დაიწყებდნენ ამ სისტემით მზადებას. იმის გამო, რომ ჩვენ ვმუშაობთ სარაგბო სფეროში და არსებობს საკლუბო ინტერესებიც, იდეალურ სურათს ვერ ვიღებთ. სურათი არის ასეთი - გვყავს 12 მორაგბე, რომლებსაც მიკრო ტრავმები აწუხებთ ეგრევე სრული დატვირთვით ვერ იწყებენ ვარჯიშს. ლეგიონერების ნაწილი დღეს ჩამოვიდა (ზოიძე, ცუცქირიძე და ტაბიძე). 25 აპრილს ლეგიონერები სტად ფრანსედან და კლერმონიდანაც შემოგვიერთდებიან (ნეფარიძე, გიორგაძე და მელიქიძე). გვყავს ისეთი მოთამაშეებიც, რომლებიც შესაძლოა არ შეუერთდნენ შეკრებას და პირდაპირ ტურნირზე ჩამოვიდნენ (ჯავახია და გორგაძე). ამის მიზეზი არის ის, რომ არსებობს ოფიციალური წესი, როდესაც შეგვიძლია მოთამაშე მოვითხოვოთ, ტურნირამდე მხოლოდ 5 დღით ადრე. ჩვენი ტურნირის გახსნა არის 4 ივნისს, აქედან გამომდინარე ერთადერთი ბერკეტი არის კეთილი ნებით მოთამაშეთა გამოშვება - ამას ზოგიერთი კლუბი აკეთებს, ზოგიერთი არა. რაც შეეხება ქართულ კლუბებს, ისინი ინფორმირებულნი იყვნენ წინასწარ ამის შესახებ და დაგვიდგნენ გვერდში, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდით.

„ტურნირზე ჩვენ ძლიერ მეტოქეებს უნდა დავუპირისპიროთ სამი რამ - პატივისცემა, დისციპლინა და ხასიათი. თუ ჩვენ ამ სამი თვისებით მივუდგებით ამ გუნდებს, შედეგი შესაძლებელია იყოს სასურველი. შარშანდელ 20-წლამდელების ტურნირზე ისეთი გუნდი გვყავდა, რომელსაც დაახლოებით 8 საერთაშორისო ტურნირი ჰქონდა ნათამაშები ერთად, ის გუნდი ბევრად უფრო მზად იყო ამ სერიოზული ტურნირისთვის ვიდრე ეს გუნდი. ეს გუნდი ახლა იკვრება და ახლა შენდება. ზოგი მოთამაშისთვის პირველია მსგავსი გამოცდილება. ჩვენ რა თქმა უნდა შევეცდებით, რომ ჩვენი საუკეთესო მხარე წარმოვაჩინოთ, მაგრამ ეს თამაშები დარწმუნებული ვარ, რომ ეროვნულ ნაკრებს კარგ მოთამაშეებს მოუმზადებს სამომავლოდ“

20 წ საქართველო 2016 - მზადების დასკვნთი შეკრების რაზმი

უკანა ხაზი [ბექები]

15

ირაკლი სვანიძე

ჯიქი

15

მირიან მოდებაძე

აია

15

სანდრო მერკვილიშვილი

არმია

15-11

ლუკა იურინი

ლიონ [სფრ]

15/10

რატი შანიძე

ლელო

14/11

ლადო მიმინოშვილი

ბათუმი

14/11

დავით მესხი

არმია

13/12

სანდრო ილურიძე

აკადემია

13/12

გიორგი კვესელაძე

იუნკერები

13/12

თორნიკე მანაგაძე

აია

13/12

გიორგი კოშაძე

ხარები

13/12

გურამ ქანდაურაშვილი

ხარები

12/10

გიორგი გოგოლაძე

არმია

10

დავით მოძღვრიშვილი

აკადემია

10

გიორგი გულმაგარაშვილი

[აფრ]

9

ლაშა მამუჩარაშვილი

ლოკომოტივი

9

გელა აფრასიძე

ლელო

9

ვასილ ლობჟანიძე

არმაზი

შერკინება [ფორვარდები]

1

უშანგ ჭეიშვილი

აია

1

თორნიკე მატარაძე

აია

1

ნიკა ნეფარიძე

კლერმონ [სფრ]

2

ლაშა საჯაია

ჯიქი

2

ლუკა გოგინავა

ლოკომოტივი

2

გიგა ხუროშვილი

არმაზი

3

გურამ პაპიძე

ყოჩები

3

რეზი დუგლაძე

ლელო

3

გიორგი მელიქიძე

სტად [სფრ]

3

ლაშა ტაბიძე

.

4/5

მიხეილ ბაბუნაშვილი

აია

4/5

გიორგი ჯავახია

ლიონ [სფრ]

4/5

დემურ ეფრემიძე

ყოჩები

4/5

გაგა არაბული

ლოკომოტივი

4/5

ოთარ გიორგაძე

კლერმონ [სფრ]

4/5

თორნიკე ზოიძე

კლერმონ [სფრ]

6/7/8

ვანო ფუტკარაძე

ბათუმი

6/7/8

ილია სპანდერაშვილი

არმია

6/7/8

ირაკლი ცხადაძე

არმაზი

6/7/8

გიორგი ცუცქირიძე

ბრივ [სფრ]

6/7/8

ბექა გორგაძე

მონ'დე'მარსან [სფრ]

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08975