ზე-18

14:10 | 26.08.2016 | ნანახია 1397 - ჯერ

სუპერ რაგბიში გუნდების შემცირებაზე ფიქრობენ

წელს პირველად, პლანეტის უძლიერესი საკლუბო ტურნირი „სუპერ რაგბი“ 18 გუნდის მონაწილეობით ჩატარდა, თუმცა, როგორც ჩანს ახალმა, გაფართოებულმა ფორმატმა არ გაამართლა.

სააგენტო Accenture-მ საინტერესო კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგადაც ცხადი გახდა, რომ 2016 წლის სეზონმა გუნდებს და რაგბის კავშირებს სერიოზული ფინანსური ზარალი მოუტანა.

მაგალითად, ავსტრალიის რაგბის კავშირს 611 ათასი ამერიკული დოლარის დახარჯვა მოუწია, რათა „ვესტერნ ფორსს“ ფუნქციონირება გაეგრძელებინა; „რედსმა“ 1 მილიონი ავსტრალიური დოლარი დაკარგა; სამხრეთ აფრიკულ „შარქსს“, სახის შესანარჩუნებლად საკუთარი აქციების თითქმის ნახევარის გასხვისება მოუწია; სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი მთელი სეზონის განმავლობაში აფინანსებდა „კინგსს“.

აქედან გამომდინარე, ტურნირის ორგანიზატორი SANZAAR-ი 2018 წლისთვის მონაწილე გუნდების 16-მდე შემცირების ვარიანტს განიხილავს. უფრო კონკრეტულად, საუბარია „ვესტერნ ფორსისა“ და „კინგსის“ მოკვეთაზე, რომელთაც შემოსავალი ვერ მოაქვთ.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081348