4 ერი

13:40 | 26.08.2016 | ნანახია 1434 - ჯერ

„პუმები“ ერთი ცვლილებით, ისიც სკამზე

არგენტინის ნაკრები „რაგბი ჩემპიონშიპის“ მეორე ტურში სამხრეთ აფრიკას პრაქტიკულად იმავე შემადგენლობით დაუხვდება, რომლითაც მთელი 70 წუთის განმავლობაში ამარცხებდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ შაბათს, „პუმებმა“ „ბოკეს“ აფრიკის მიწაზე პირველი ტაიმი 13:10 მოუგეს, ხოლო 70-ე წუთისთვის სტუმრები 23:13 იგებდნენ. მასპინძლებმა 4 წუთში შეძლეს წონასწორობის აღდგენა, სულ ბოლოს კიდევ ერთი ლელო გაიტანეს და 30:23 იმარჯვეს. როგორც ჩანს, რა თქმა უნდა ამ დასკვნითი 10 წუთის გამოკლებით, სამხრეთამერიკელთა მთავარი მწვრთნელი დანიელ ურკადე გუნდის გარჯით კმაყოფილი დარჩა და სასტარტო შემადგენლობა ხელუხლებელი დატოვა.

მთლიანობაში, 23-კაციან განაცხადში ერთადერთი ცვლილებაა და თადარიგში 23 ნომრით რამირო მოიანოს ნაცვლად ლუკას ამოროსინო იჯდება. თამაში შაბათს, 27 აგვისტოს ქალაქ სალტაში, თბილისის დროით 23:40 საათზე დაიწყება.

არგენტინა: 15. ხოაკინ ტუკულეტი, 14. სანტიაგო კორდერო, 13. მატიას ორლანდო, 12. ხუან ერნანდესი, 11. მანუელ მონტერო, 10. ნიკოლას სანჩესი, 9. მარტინ ლანდახო; 1. ნაუელ ჩაპარო, 2. აგუსტინ კრევი, 3. რამირო ერერა, 4. მატიას ალემანო, 5. ტომას ლავანინი, 6. პაბლო მატერა, 7. ხუან ლეგიზამონი, 8. ფაკუნდო ისა.

სათადარიგოები: 16. ხულიან მონტოია,17. ფელიპე არეგი, 18. ენრიკე პიერეტო, 19. გიდო პეტი, 20. ხავიერ დესიო, 21. ტომას კუბელი, 22. სანტიაგო იგლესიასი, 23. ლუკას ამოროსინო.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:19 | 26.08.2016
BEERTRANCE (1073)

თვითდაჯერება აკლიათ

0.073018