საფრანგეთი პრო დ2

13:06 | 26.08.2016 | ნანახია 2068 - ჯერ

„მონ დე მარსანმა“ პრემიით დაიწყო

ბექა გორგაძის „მონ დე მარსანმა“ საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონის, პრო დ2-ის სასტარტო ტურში, საფინალო სასტვენამდე 5 წუთით ადრე ჯარიმა გაუშვა და 16:19 მარცხისთვის მხოლოდ ერთი პრემიალური ქულით დაკმაყოფილდა.

სტუმრები მე-7 წუთზე ჯარიმით დაწინაურდნენ, პასუხად „პერპინიენმა ორი ჯარიმა გაიტანა, თუმცა ტაიმის მიწურულს, კაცნაკლულმა „მონ დე მარსანმა“ ლელო დადო და შესვენებაზე 4-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 10:6. მასპინძლებმა ლელო-გარდასახვა 54-ე წუთზე გაქვითეს, მეთ ჯეიმსმა ჯარიმით წონასწორობა 4 წუთში აღადგინა, თუმცა თამაშის განახლებისთანავე „პერპინიენი“ კვლავ წინ გავიდა. 63-ე წუთზე „მონ დე მარსანი“ მეორედ დარჩა მოედანზე კაცნაკლული, სამიოდე წუთში შეცვლაზე 20 წლის ქართველი შევიდა და 69-ეზე ჯეიმსმა გამათანაბრებელი ჯარიმა კვლავ გაიტანა, თუმცა მისმა გუნდმა ფრე ვერ შეინარჩუნა.

პრო დ2-ის ექვსი თამაში დღეს საღამოს გაიმართება და მათში ქართველების მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით, ხოლო პირველი ტურის დასკვნითი მატჩი კვირასაა დანიშნული.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:07 | 26.08.2016
dinamo222 (692)

ისე წერია მეგონა დიდი ანგარიშით გაანადგურეს მეტოქე და პრემიალურით მოიგეეს !DDD

0.076079