დღეს საღამოს, თბილისის დროით 22:45 საათზე „პერპინიენისა“ და „მონ დე მარსანის“ შეხვედრით გაიხსნება საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონის, პრო დ2-ის 2016/2017 წლების სეზონი.
სამწუხაროდ, „პერპინიენში“, სადაც გასულ სეზონში დიმიტრი ბასილაია და გიორგი მჭედლიშვილი ირიცხებოდნენ, წელს ქართველი ლეგიონერები ჯერჯერობით არ ჩანან. გასულ სეზონში „მონ დე მარსანის“ პირველ გუნდში გამოჩნდა და სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მესამეხაზელმა ბექა გორგაძემ.
20 წლის მორაგბემ მწვრთნელებს თავი ისე მოაწონა, რომ მას გაზაფხულზე ახალი, 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. ივნისში ბექამ 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზეც გამოიჩინა თავი და პირველ ტურში, „პერპინიენთან“ სტუმრად გასამართ მატჩში ის 23-კაციან განაცხადში მარქაფაშია გამწესებული.
პრო დ2-ის პირველი ტურის ექვსი თამაში ხვალ გაიმართება, ხოლო მეშვიდე შეხვედრა 28 აგვისტოსაა ჩანიშნული.
http://www.vipleague.tv/rugby/410968/1/usa-perpignanvs-stade-montois-live-stream-online.html
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია