ფრანგული „ტულონი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კლუბის თანადამაარსებელი გახდა. ამიერიდან რაგბის კლუბი „მაიამი“ ფრანგული გრანდისგან პირდაპირ დახმარებას მიიღებს.
კლუბის პრეზიდენტმა მურად ბუდჯელალმა იდეის მიზნებზე და დახმარების ფორმებზე ისაუბრა:
„მიზანი ისაა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში სრულფასოვანი ჩემპიონატი ჩატარდეს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს მაგალითს ტოპ 14-ის დანარჩენი კლუბებიც მიბაძავენ. ვფიქრობთ, რომ „მაიამიში“ გავანათხოვრებთ დაახლოებით ათამდე ჩვენ მორაგბეს, რომელთაც სათამაშო პრაქტიკა ჭირდებათ“.
შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ აშშ-ში პროფესიული სარაგბო ლიგა შეიქმნა. „ტულონის“ პირველ გუნდში მამუკა გორგოძე, ლევან ჩილაჩავა და ბადრი ალხაზაშვილი ირიცხებიან. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ მორაგბეებს მოუწევთ ოკეანის გაღმა გამგზავრება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია