ტოპ 14

18:47 | 24.08.2016 | ნანახია 1408 - ჯერ

გიტო 4 თვე დაისვენებს

ავსტრალიის ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული „ტულონის“ უკანახაზელი მეთ გიტო მოედანს სავარაუდოდ 2017 წლამდე ვეღარ დაუბრუნდება.

ავსტრალიელი მორაგბე, რომელსაც 29 სექტემბერს 34 წელი შეუსრულდება, „რაგბი ჩემპიონშიპის“ პირველ ტურში, ახალ ზელანდიასთან 8:42 წაგებულ შეხვედრაში დაშავდა და მე-12 წუთზე შესაცვლელი შეიქმნა.

ნამატჩევს ცნობილი გახდა, რომ გიტოს ტერფი აქვს მოტეხილი, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ აღდგენითი პროცესი მინიმუმ 4 თვე გაგრძელდება. შედეგად, მას „რაგბი ჩემპიონშიპის“ დარჩენილი და ტოპ 14-ის მატჩების გარდა, ევროპის ჩემპიონთა თასის ოთხი ტურის გამოტოვებაც მოუწევს.

გიტო „ტულონში“ 2011 წლიდან თამაშობს და მის ანგარიშზე 113 შეხვედრაში 317 ქულაა, ხოლო ავსტრალიის ნაკრების კვართით 103 კეპი და 698 კეპი მოიხვეჭა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079545