სიდნეიში ავსტრალიის ნაკრების 42:8 განადგურების შემდეგ, განმეორებითი მატჩის წინ ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ სტივ ჰანსენს საკადრო პრობლემები შეექმნა.
გაირკვა, რომ 20 აგვისტოს მატჩის მსვლელობისას „ოლ ბლექსის“ ერთბაშად ხუთმა მორაგბემ სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო და განმეორებით თამაშს ამის გამო გამოტოვებენ. ესენი არიან:
რაიან კროტი (ტვინის შერყევა), ჯორჯ მოალა (მუხლი), ვაისაკე ნაჰოლო (მუხლქვეშა მყესი), კოდი ტეილორი (ტვინის შერყევა) და ნათან ჰარისი (მუხლი). მეექვსე მორაგბე, რომელიც სახლში გაემგზავრა მეთ ტოდია, მისი ფორმით ჰანსენი დარჩა უკმაყოფილო.
მწვრთნელმა ტრავმირებულების შემცვლელები უკვე შეარჩია: რიეკო იოანე და ჯეიმს პერსონსი „ბლუზიდან“, დამიან მაკკენზი და სეტუ ტამანივალუა „ჩიფსიდან“, ასევე ლიამ კოლტმანი „ჰაილენდერსიდან“. ახალი ზელანდია ავსტრალიას განმეორებით შეხვედრაში 27 აგვისტოს უმასპინძლებს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გაუჭირდებათ ჰო იცი