სტატიები

16:31 | 22.08.2016 | ნანახია 2663 - ჯერ

რას მატებს ბავშვს რაგბი

რაგბი გუნდური თამაშია, რომელიც 80 წუთი გრძელდება და თუ სტატისტიკას გადავხედავთ ეს არის თამაში, სადაც მორაგბეს უწევს წნეხის ქვეშ მაქსიმალურად ოპტიმალური გადაწყვეტილების მინიმალურ დროში მიღება. რაგბში ადრეული ასაკიდან ჩართვა და მის სტრატეგიულ ელემენტებში გათვიცნობიერება ბავშვს მომავალში დაეხმარება კონცენტრაციისა და ანალიზის უნარის ჩამოყალიბებაში. ის რომ რაგბი სამართლიანი თამაშია, პირველ რიგში ეს მის წესებზე მეტყველებს და სწორედ აქედან გამომდინარეობს ფაქტი რომ ბავშვს უვითარდება სამართლიანი თამაშის ჩვევა და ასწავლის მიზნის პატიოსანი გზებით მიღწევას.

არ შეიძლება არ ავღნიშნოთ რაგბის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა, რომელსაც მოწინააღმდეგის პატივისცემა ჰქვია, რითაც ბავშვი სწავლობს ჯანსაღ კონკურენციას.

რაგბი არის ერთადერთი თამაში სადაც ქულა უფრო გუნდური ძალისხმევით და ხანდახან როგორც ინდივიდუალური უნარ-ჩვევებითაც მოიპოვება, მხოლოდ რაგბში ვხვდებით სიტუაციას, როდესაც შეტევა შეიძლება განხორციელდეს ერთი ადამიანის მეშვეობით, რომელსაც ზურგს რამდენიმე თანაგუნდელი უმაგრებს და ეხმარება რაც წინსვლას უფრო აძლიერებს.

გუნდურობა - რაგბის ეს პრინციპი რასაც გუნდური მუშაობა ჰქვია, ეხმარება ბავშვს ხასიათის ჩამოყალიბებაში. მომავალში მის საქმიანობაში, იქნება ეს სტადიონზე თუ სამუშაო გარემოში, იგი უფრო ადვილად ადაპტირდება გარემოსთან და გაუმარტივდება გუნდური მუშაობა.

ამ თამაშში მონაწილეობა შეუძლია ყველას, განურჩევლად ზომისა, წონისა და სქესისა. ზემოთ მოყვანილი უნარ-ჩვევები და სარაგბო ფასეულობები დღევანდელ რეალობაში ეხმარება ჩამოყალიბებაში არა მარტო ბიჭებს არამედ გოგონებსაც.

სად მივაბაროთ ბავშვი

ბოლო დროს, ბორჯღალოსნების წარმატებებთან ერთად იზრდება ბავშვთა რაგბში მოყვანის ტენდენცია. საქართველოს მასშტაბით უამრავი კლუბია, რომლებსაც ბავშვთა საფესტივალო და ჭაბუკთა გუნდები ჰყავთ, სადაც ბავშვები ადრეული ასაკიდან ეუფლებიან რაგბის ანა-ბანას.

თუ სურვილი გაქვთ, რომ ბიჭი რაგბზე მიიყვანოთ ამისათვის საჭიროა შეხვიდეთ ამბმულზე >>> და თქვენთვის სასურველ კლუბში მიიყვანოთ.

ვინაიდან ქალთა რაგბი ახლა იდგამს ფეხს დიდი ტემპებით, გოგონას რაგბზე მიყვანის სურვილის შემთხვევაში უმჯობესია დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზეoffice@rugby.ge და ჩვენ, ქალთა რაგბის სამწვრთნელო შტაბთან ერთად, დაგეხმარებით შესაბამისი კლუბის შერჩევაში.

განვითარების ჯგუფი

სხვადასხვა სამწვრთნელო პროგრამების, სასერთიფიკატო კურსების, მასტერკლასებისა, საბავშვო ფესტივალებისა და ჭაბუკთა შეჯიბრებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ფეისბუქზე დაუმეგობრდით რაგბის განვითარების ჯგუფს

http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?newsid=5614&callerModID=17364&Title=%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1%20%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1%20%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%A1%20%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%92%E1%83%91%E1%83%98

საქართველოს რაგბის კავშირი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:29 | 23.08.2016
BEERTRANCE (1073)

კარგია, უნდა გააქტიურდეთ.

და იმედია ბავშვთა მწვრთნელების რაოდენობაც გაიზრდება, რომ თითო მწვრთნელზე დიდი დაწოლა არ მოვიდეს.

0.087471