ახალი ზელანდიის ნაკრების კაპიტანი კირან რიდი თვლის, რომ სიდნეიში ავსტრალიის 42:8 დამარცხება მისი თანაგუნდელების „გამორჩეული“ თამაშის შედეგია.
„ვოლაბები“ „რაგბი ჩემპიონშიპის“ მოქმედი ჩემპიონები არიან და ტიტულის დაცვა სიდნეიში, „ოლ ბლექსთან“ მატჩით დაიწყეს, მაგრამ შეუჩერებელმა ზელანდიელებმა წალეკეს და ექვსი ლელო გაუტანეს. რიდი ამბობს, რომ გამარჯვება ისეთი ადვილიც არ ყოფილა, როგორც ეს ანგარიშიდან ჩანს.
„მძიმე მატჩი იყო, უბრალოდ, ჩემმა თანაგუნდელებმა გამორჩეულად შემოქმედებითი თამაში აჩვენეს. გავედით მოედანზე და ყველა ეპიზოდში თავდაუზოგავად ვიბრძოლეთ, მერე კი, მინდორი ღიმილით დავტოვეთ.
ავსტრალია დანებებას არ აპირებს. ჩვენ ვიცით რაოდენ ნიჭიერი მორაგბეები თამაშობენ „ვოლაბებში“ და მათ ეს მატჩის მიწურულს დაამტკიცეს. სწორედ ამიტომ, განვლილ შეხვედრას აუცილებლად გადავავლებთ თვალს, რათა გავარკვიოთ სად გვმართებს გაუმჯობესება მომავალი შეხვედრისთვის. ახლა მოუთმენლად ველით დაპირისპირებას ველინგტონში და გვსურს საკუთარი გულშემატკივარი გავახაროთ“ - თქვა რიდმა.
„რაგბი ჩემპიონშიპის“ მეორე რაუნდში ახალი ზელანდია ავსტრალიას 27 აგვისტოს უმასპინძლებს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
უკვე ისე გაიზარდნენ შავები ავსტრალია და აფრიკაც რიგით გუნდებად იქცა ამათთვის და ასეთი დომინანტობა უკვე მომაბეზრებელია
რავიცი არც თამაშის ყურებისას გამოჩნდა რო გაუჭირდა ზელანდიას DDDDDDDDDDDD