ახალგაზრდა ქართველ კვაჭ ბადრი ალხაზაშვილს დღეს საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ში დებიუტი ექნება.
21 წლის მორაგბე „ტულონის“ „ესპუარებში“ შარშან, 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის „ალაფის“ მოგების შემდეგ გადავიდა და პირველი გუნდის შემადგენლობაში სამჯერ ითამაშა, ოღონდ სამივე შემთხვევაში ამხანაგურ შეხვედრაში. დღეს ის პირველად მიიღებს მონაწილეობას ოფიციალურ მატჩში და მწვრთნელებმა ადგილი სასტარტო შემადგენლობაში ანდეს.
მისი, მამუკა გორგოძისა და ლევან ჩილაჩავას „ტულონი“, 2016-2017 წლების სეზონის პირველ მატჩში დავით ხინჩაგიშვილის „ბეიონს“ სტუმრად ეთამაშება. ბადრის გარდა თამაშს იწყებენ გორგოძე და ხინჩაგიშვილი, ხოლო ჩილაჩავა სათადარიგოა. მატჩი თბილისის დროით 20:15 საათზე დაიწყება და მისი ხილვა შემდეგ მისამართზე უნდა იყოს შესაძლებელი:
http://www.vipleague.tv/rugby/410542/1/aviron-bayonnais-vs-rc-toulonnais-live-stream-online.html
გუშინ ღამით ტოპ 14-ის პირველი ტურის დანარჩენი ექვსი შეხვედრა გაიმართა. „სტად ფრანსემ“ „გრენობლი“ 54:20 დაამარცხა, „ტულუზმა“ „მონპელიეს“ 20:12 მოუგო, ქვეყნის ჩემპიონი „რასინგი“ სტუმრად „ბორდოსთან“ დამარცხდა 9:15, ხოლო „კასტრმა“ „პოს“ 28:11 აჯობა. ფრე დაფიქსირდა ორ თამაშში: „ლა როშელი“ - „კლერმონი“ 30:30 და „ლიონი“ - „ბრივი“ 15:15.
ტოპ 14-ის პირველი ტურის ვრცელ მიმოხილვას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები ბადრი. გუშინ წაუგია ტულონს,
წარმატებები ბადრი!
საღოლ ბადრი საღოლ ! რა უნდა ვთქვა მეტი..
*წარმატებები !
ძალიან კარგი წარმატებები ბადრის !